ამ პროდუქტების უკმარისობა იწვევს ავის ტკივილებს. სამწუხაროა, აქამდე რომ არ ვიცოდი!

ამ პროდუქტების უკმარისობა იწვევს ავის ტკივილებს. სამწუხაროა, აქამდე რომ არ ვიცოდი!
თავის ტკივილების ვარიანტებს შორის, შაკიკს ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. ეს უსიამოვნოდ აავადება ყოველ მე-5 ადამიანს აწუხებს დედამიწაზე. სამწუხაროდ, მისი წარმოშობის ფაქტორები ბოლომდე დადგენილი არ არის. ექიმები აღნიშნავენ, რომ შაკიკი ჩნდება ხშირი გადაღლილობის, დაძაბული გონებრივი საქმიანობის, სტრესებისა და ჰორმონალური დარღვევების შედეგად.

კვება პირდაპირ კავშირშია შაკიკის შეტევებთან. დამტკიცებულია, რომ ზოგიერთი ვიტამინების უკმარისობა თავის ტკივილს 4-ჯერ უფრო ხშირად იწვევს. გტავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რაც უნდა მიირთვათ, რათა თავი უკეთ იგრძნოთ.

შაკიკის საწინააღმდეგო პროდუქტები

ფოლის მჟავა და B12 ვიტამინი



თავიდან ორგანიზმი ამ ელემენტების უკმარისობის გამო უმნიშვნელო სტრესს განიცდის. ადამიანი ღიზიანდება და დაბნეული ხდება. ხანგრძლივი დეფიციტს კი სერიოზული შედეგები მოსდევს. ფოლის მჟავას შეიცავს ბროკოლი, ისპანახი, გოგრა, ჭარხალი, ავოკადო. B12 ვიტამინით კი მდიდარია კვერცხი.

სპილენძი და რკინა



ამ ელემენტების უკმარისობა ხშირად ქალებს აწუხებთ. მათ უჩნდებათ შაკიკი, დეპრესია, დაბალი წნევა. სპილენძის მარაგისთვის უნდა მიირთვათ ლობიო, თხის ყველი. რკინას კი ქუნჯუთი, მზესუმზირა, ღვიძლი და მწვანილი შეიცავს.

B6 ვიტამინი



თავის ტკივილის შესამცირებლად უნდა მიირთვათ ადვილად ათვისებადი პროდუქტები. ასევე ეფექტურია B6 ვიტამინის მიღება, რომელსაც შეიცავს ახალი ბოსტნეული, ღვიძლი, ლობიო.

D ვიტამინი



დადგენილია, რომ ადამიანებს, რომლების სისხლში D ვიტამინის შემცველობა შემცირებულია, თავის ტკივილები 20%-ით უფრო ხშირად აწუხებთ. ამიტომ, მიიღეთ მეტი ზღვის პროდუქტები, კვერცხი და რძის პროდუქტები. ასევე, ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე კარგ ამინდში.