ეს ნარევი თრომბოზის პირველი მტერია! აიმაღლეთ იმუნიტეტი და ჰემოგლობინი!

ეს ნარევი თრომბოზის პირველი მტერია! აიმაღლეთ იმუნიტეტი და ჰემოგლობინი!
მოცემული ინგრედიენტების კომბინირებით თქვენ მიიღებთ 1 ლიტრ უგემრიელეს ნარევს, რომელიც ფლობს უამრავ უპირატესობას ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ჰემოგლობინის დონის კლების შედეგად, სისხლს უქვეითდება ჟანგბადის ტრანსპორტირების უნარი, რასაც მივყავართ ანემიამდე. ეს საკმაოდ სერიოზული და გავრცელებული პრობლემაა, რომელიც დროულ მკურნალობას საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პაციენტი შეიძლება სავალალო შედეგებამდე მივიდეს.

საბედნიეროდ, ალტერნატიულ, ხალხურ მედიცინაში არსებობს მრავალი ძალზედ ეფექტური საშუალება ჰემეგლობინის დონის ასამაღლებლად. ერთ-ერთ ასეთ რეცეპტს უამრავი ცნობილი და გამოცდილი ექიმი უწევს რეკომნდაციას. დღეს ჩვენი რედაქცია სწორედ ამ საოცრად სასარგებლო საშუალების შესახებ გიამბობთ.

ინგრედიენტები:
  • 200 მლ თაფლი;
  • 200 გ ნიგოზი;
  • 200 გ ქიშმიში;
  • 200 მლ სტაფილოს წვენი;
  • 200 მლ ჭარხლის წვენი;
  • 2 ლიმონი.

ინსტრუქცია:

  1. გარეცხეთ ლიმონი, გაჭერით შუაზე და ამოაცალეთ თესლები. გაატარეთ ეს პროდუქტი თავის კანთან ერთად ხორცსაკეპში.

  2. მიღებულ ფაფისებრ მასაში ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით თაფლი, ჭარხლისა და სტაფილოს წვენი. კარგად გადაურიეთ.

  3. მომზადებულ ნარევში მოათავსეთ 1 ლიტრიან ქილაში და ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიგოზი და ქიშმიში. კვლავ გადაურიეთ.

  4. შეინახეთ ეს საშუალება მაცივარში.

  5. მიიღეთ ის 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.

  6. მოიქეცით ასე ყოველდღიურად ნარევის ამოწურვამდე.

მოცემული საშუალების გავლენა ჩვენს ორგანიზმზე ფასდაუდებელია! ამ საშუალების დახმარებით თქვენ არა მხოლოდ აიმაღლებთ ჰემოგლობინს, გაზრდით სისხლძარღვების გამავლობას და თავიდან აირიდებთ თრომბოზს, არამედ გაიძლიერებთ იმუნიტეტს და გაიუმჯობესებთ ზოგად ჯანმრთელობას.