აბუსალათინის ზეთის 12 სასწაულმოქმედი სამკურნალო თვისება!
ხალხური მედიცინის ერთ - ერთი საშუალებაა აბუსალათინის ზეთი, რომელსაც სხვადასხვა სამკურნალო თვისება აქვს. აქ არ განვიხილავთ მის ცნობილ, კლასიკურ სასაქმებელ მოქმედებას. შევჩერდებით მის ადგილობრივ მოქმედებაზე კანზე და კანქვეშა ქსოვილებზე.
- მეჭეჭის მოსაცილებლად აბუსალათინის ზეთს ჩააზელენ მეჭეჭში ღამით და დილით 20 წუთის განმავლობაში, რათა ზეთი მას კარგად გაუჯდეს.
- ზეთი წარმატებით გამოიყენება სხეულზე წყლულების მოსაშუშებლად.
- ბებიაქალები სამეანო დახმარების აღმოჩენის აუცილებლობის დროს, ამ ზეთს იყენებენ ჭიპზე წასასმელად, როცა იგი ცუდად ხორცდება.
- აბუსალათინის ზეთს იყენებენ რძის გამოყოფის მომატების მიზნით ძუძუს თავებზე წასასმელად.
- თვალის ლორწოვანას გაღიზიანებისა და შეწითლების დროს ზეთს თვალში აწვეთებენ.
- თუ ბავშვს თმა ცუდად ეზრდება, ან თხელი აქვს, ღამით თავის კანში გულმოდგინედ აზელენ აბუსალათინის ზეთს, დილით თავს ბანენ. ამ პროცედურას ატარებენ კვირაში ორჯერ, სანამ არ მიაღწევენ თმის მდგომარეობის შესამჩნევ გაუმჯობესებას, რაც შემდეგში შესაძლოა შენარჩუნებულ იქნას, თუ ამ წესს გამოვიყენებთ 2 კვირაში ერთხელ ან თვეში ერთხელ.
- აბუსალათინის ზეთს, როგორც გარეგანი საშუალების, გამოყენების დროს წამწამები ჩქარა იზრდება და უფრო გრძელი ხდება. ასვე გამოიყენება იგი წარბების ზრდის გასაძლიერებლად.
- ზეთს თვალში აწვეთებენ მონადირე ძაღლს ლორწოვანი გარსის დაავადებისა და ნადირობის დროს თვალში მოხვედრილი უცხო სხეულის მოსაცილებლად.
- გაცივების, ან ბრონქიტის დროს მკერდს იზელენ ერთი სუფრის კოვზი სკიპიდარისა და ორი სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთის ნარევით. ზეთს ათბობენ და მერე უმატებენ სკიპიდარს. ნარევს მსუბუქად იზელენ კანში და მერე მკერდს ითბუნებენ. მსუბუქად გაცივების დროს დაზელვას ღამით ატარებენ, ძლიერი გაცივების დროს კი დღეში 3 - ჯერ.
- ხალხური მედიცინის მცოდნე ადამიანები ნებისმიერ ჭრილობას, დაბეჟილობას, ან მტკივან ადგილს ამ ზეთს უსვამენ მასში ამოვლებული ფრინველის ფრთით.
- ანუსის გარეთა ნაწილის ბუასილის დროს ასევე შველის აბუსალათინის ზეთი, არბილებს ლორწოვან გარსს და ხელს უწყობს დაავადების ლიკვიდაციას.
- კვირაში ორჯერ უფრო ხშირად ნორმის გადაჭარბებით მუშაობის დროს ღამით, ძილის წინ, ფეხები შეიძლება აბუსალათინის ზეთით დავიზილოთ და შემდეგ ბამბის წინდები ჩავიცვათ. დილით კანი რბილი, ხავერდოვანი იქნება და დაღლილობის გრძნობა და ტკივილის შეგრძნება მთლიანად გაქრება. აბუსალათინის ზეთი შეიძლება გამოვიყენოთ ღამით და დილით კოჟრებისა და გამაგრებების დასარბილებლად და ტკივილის მოსახსნელად. აბუსალათინის ზეთი მიიჩნევა სპეციფიკურ საშუალებად რბილი კოჟრების საწინააღმდეგოდ.