გაიწმინდეთ სისხლძარღვები შინაურ პირობებში და განიკურნეთ რეინოს დაავადებისგან!
რეინოს სინდრომი სისხლძარღვთა სპაზმით მიმდინარე პათოლოგიაა, რომელსაც უპირატესად წვრილი ტერმინალური არტერიებისა და არტერიოლების დაზიანება ახასიათებს. იგი ვლინდება შეტევითი ხასიათის თითების გაფითრებითა და ციანოზით.
ვინაიდან რეინოს დაავადება სისხლძარღვების პრობლემით არის გამოწვეული, ხალხურ მედიცინაში მის სამკურნალოდ ხშირად სისხლძარღვების გაწმენდას მიმართავენ.
შინაურ პირობებში სისხლძარღვების გაწმენდა ამგვარად არის შესაძლებელი:
ვინაიდან რეინოს დაავადება სისხლძარღვების პრობლემით არის გამოწვეული, ხალხურ მედიცინაში მის სამკურნალოდ ხშირად სისხლძარღვების გაწმენდას მიმართავენ.
შინაურ პირობებში სისხლძარღვების გაწმენდა ამგვარად არის შესაძლებელი:
- ყოველ დილით, უზმოზე, დალიეთ 200 - 300 მლ ცხელი წყალი.
- გახეხეთ ლიმონი ( კანიანად ) და ერთი თავი ნიორი, ერთმანეთში აურიეთ, დაასხით 600 მლ ცივი წყალი და 2 - 4 დღე გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. მიიღეთ ყოველ დილით, უზმოზე, 50 მლ.
- გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში 1 კგ ოხრახუშის ძირი, 1 კგ ნიახური ( ძირიანად), 2 ცალი ლიმონი. ამ ყველაფერს დაამატეთ 1 ჭიქა თაფლი და აურიეთ. ნარევი შედგით მაცივარში და მიიღეთ ყოველ დილით, უზმოზე, 2 - 3 სუფრის კოვზი.
- 5 - 6 წვეთი აფთიაქის სოჭის ზეთი ჩაასხით ცხელი (37o C ) წყლით სავსე აბაზანაში და 15 წუთით ჩაწექით. ამასთანავე, დილაობით მიიღეთ შაქრის ნატეხზე დაწვეთებული 1 - 2 წვეთი სოჭის ზეთი. გასხოვდეთ, ზეთი კბილის მინანქარს აზიანებს, ამიტომ ზეთიანი შაქრის ნატეხი სწრაფად უნდა გადაყლაპოთ.
- შესაძლებელია შემდეგი საშუალების გამოყენებაც: აიღეთ თანაბარი რაოდენობის ახალგამოწურული ხახვის წვენი და თაფლი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. ეს ნარევი მიიღეთ ჭამამდე ან ჭამის დროს. ორკვირიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ.