განიკურნეთ ჩიყვისგან ხალხური მრავალნაცადი მცენარეული რეცეპტების დახმარებით!
შეიძლება არსებობდეს ფარისებრი ჯირკვლის გადიდების სხვადასხვა ხარისხი. უკიდურესი, მეოთხე ხარისხია. როდესაც ჩიყვი ჩამოცურდება მკერდზე. ამ შემთხვევაში პრობლემა პირდაპირ ყვირის თავის თავზე! ბევრად უფრო მნიშვნელოვანია დროული შეშფოთება, თუ გადიდებული ჩიყვი არ ჩანს, ხოლო დაავადება უკვე არსებობს და პროგრესირებს.
უმარტივესი სიმპტომები დაავადების, შესამჩნევი თვით ავადმყოფის მიერ ეს არის:
დროდადრო ხველება მაშინ, როცა არ არის გაცივების ნიშნები; გაძნელებული ყლაპვა, სხეულის მასის მატება.
ხალხური მრავალნაცადი რეცეპტები ჩიყვის სამკურნალოდ:
უმარტივესი სიმპტომები დაავადების, შესამჩნევი თვით ავადმყოფის მიერ ეს არის:
დროდადრო ხველება მაშინ, როცა არ არის გაცივების ნიშნები; გაძნელებული ყლაპვა, სხეულის მასის მატება.
ხალხური მრავალნაცადი რეცეპტები ჩიყვის სამკურნალოდ:
- ერთნაირი რაოდენობით თაფლი, წიწიბურას ბურღულის ფხვნილი და წვრილად დაჭრილი ნიგოზი ერთმანეთს შევურიოთ. შევინახოთ გრილ და ბნელ ადგილას. II - III ხარისხის ჩიყვის დროს კვირაში ერთი დღე მხოლოდ ეს ნარევი მივიღოთ, ჩაი და წყალი ვსვათ მოთხოვნილების მიხედვით. მკურნალობის კურსი 6 კვირაა. საჭიროებისას კურსი შეიძლება განმეორდეს 1 თვის შემდეგ.
- იოდის დეფიციტის დროს ( ენდემიური ჩიყვი) ახალი კიტრის სისტემატური გამოყენებაა მიზანშეწონილი.
- 300 გრ წიწვის წვერს, 100 გრ კაკლის მწვანე ნაჭუჭს დავასხათ 2 ლ წყალი და ვადუღოთ თავდახურულ ჭურჭელში 20 წთ. დავუმატოთ ლიმონის ხის 10 დაქუცმაცებული ფოთოლი 0,5 კგ თაფლი და შაქარი და კიდევ 10 წთ ვადუღოთ, პერიოდულად ვურიოთ. მივიღოთ 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წთ - ით ადრე - ჰიპერთირეოზის დროს ( ფარისებური ჯირკვლის ფუნქციის მომატება).
- 200 გრ ნედლი ან 100 გრ ხმელი სუროს დაქუცმაცებულ ფოთლებს დავასხათ 1ლ არაყი, დავაყენოთ ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე 2 კვირით, პერიოდულად შევანჯღრიოთ და შემდეგ გავწუროთ. მივიღოთ ჰიპოთირეოზის დროს ( ფარისებური ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება ) 40 - 60 წვეთი დღეში. წამლის მიღება ხდება ყოველ თვეში 10 - 20 დღის განმავლობაში.