ზოდიაქოს რომელ ნიშანს, რომელი სამკურნალო მცენარე შეესაბამება.
ფანჯრის რაფაზე პრაქტიკულად, ნებისმიერი მცენარის მოშენებაა შესაძლებელი. მაგრამ იმისთვის, რომ მათი დადებითი მუხტი გაიზარდოს, სასურველია, ისინი თქვენს ზოდიაქოს ნიშანს შეუსაბამოთ.
ვერძებს ყველაზე მეტად აზალია (იელი) უხდებათ. ის სახლში მყოფთ სიმხნევესა და ენერგიას უნარჩუნებს და ატმოსფეროს დაბუდებული ჭორებისაგან გაწმენდაში ეხმარება. იგი მუდამ აფხიზლებს ადამიანს და მის ინტელექტს მოდუნების საშუალებას არ აძლევს.
კუროებმა ფანჯრის რაფაზე ყოჩივარდები უნდა გაახარონ. ეს მცენარე ცვალებადი ხასიათის ადამიანებს დაეხმარება და საკუთარ შეხედულებებს გაუმყარებს. ყოჩივარდას გავლენით ოჯახში ლაღი ურთიერთობები დაისადგურებს. დააწყნარებს ჭირვეულ ბავშვებს, ოჯახის წევრებს კი ერთმანეთისთვის სიამოვნების მინიჭების სურვილით გააერთიანებს.
ტყუპებს ყველაზე მეტად ტრადენსკანცია შეეფერებათ. იგი სიხარულისა და ჭეშმარიტი გრძნობების მცენარედ ითვლება, ცუდი თვალის ნეიტრალიზებას ახდენს, ადამიანებს იუმორის გრძნობას უვითარებს და გეხმარებათ. ღიმილით შეხედოთ ცხოვრებას გარდა ამისა, მცენარე ფილტვების ანთებისგან და ბრონქების დაავადებისაგან დაგიცავთ.
კირჩხიბებმა უნდა გაახარონ აგავა. როცა ოჯახში ცოლ - ქმარი ხშირად ჩხუბობს, შვილები კი მათ გამო იტანჯებიან, სასწრაფოდ მიიტანეთ სახლში ქოთანში ჩარგული აგავა. ის მშვიდ ატმოსფეროს დაამკვიდრებს, საკუთარ თავში დაგარწმუნებთ, ცოდნის არეალს გაგიფართოვებთ, კუჭ - ნაწლავთან დაკავშირებულ პრობლემებსაც მოგიხსნით.
ლომებისათვის ძვირფასია ოჯახური ბედნიერება. მათ სახლში კალა უნდა გაახარონ. მას მოჩხუბარი და ჯიუტი ადამიანების უარყოფითი ემოციების დადებით ემოციად გარდაქმნა ძალუძს. მის გვერდით მყოფი ადამიანები სამუდამოდ ივიწყებენ დამთრგუნველ, სასოწარკვეთილების მომგვრელ გრძნობებს. ავითარებს ფანტაზიას, დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე და მას ინფარქტის საშიშროებისგან იცავს.
ქალწულებისათვის თავისი ბუნებით, მონსტერა არის შექმნილი. ეს მცენარე წესრიგისკენ მოუწოდებს მათ. თუ სახლში ქაოსია, აუცილებლად მიიტანეთ შინ მონსტერა. ის ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს, ადამიანებს მოწამსლისაგან დაიცავს.
სასწორებს ჰორტენზია უხდებათ. იგი ყველას ავადმყოფური ეჭვიანობისაგან და ადამიანთა მიმართ გაჩენილი ზიზღისგან იხსნის. პრაქტიკულობა და ოცნებისკენ ლტოლვა ერთმანეთთან ჰარმონიაში მოვა. ჰორტენზია აიძულებს ადამიანებს, მეტი ყურადღება მიაქციონ საკუთარ წონას. მისი გავლენით ადვილია ტკბილ და ცხიმიან კერძებზე უარის თქმა.
მორიელის მცენარე კაქტუსია. თუ ვინმე თქვენს ოჯახში ადვილად და ხშირად ბრაზდება - იქონიეთ კაქტუსი. მორიელს სამაგიეროს გადახდა უყვარს, კაქტუსი კი მას ცუდი აზრებისგან იცავს. იმ სახლში, სადაც ეს მცენარეა, ოჯახის წევრები ნაკლებად აძლევენ შენიშვნებს ერთმანეთს. დადგით კაქტუსი შესასვლელი კარის გვერდით ან ფანჯრის რაფაზე, ის თქვენ ბნელი ძალებისგან დაგიცავთ.
მშვილდოსნებს ცოტა მეტი თანხის გადახდა მოუწევთ, რადგან მათი შესაფერისია იაპონური მცენარე ბონსაი. თუ თქვენი ოჯახის წევრები გატაცებულნი არიან ფულზე ფიქრით, ეს მცენარე მათ სულიერ და მარადიულ საკითხებს გაახსენებს. იგი სიზმრების ადვილად ახსნასა და საკუთარ ცნობიერებასთან კავშირის დამყარებაში დაგეხმარებათ. ბონსაი ამაგრებს იმუნიტეტს და იცავს ორგანიზმს ავადმყოფობებისგან.
თხის რქა ასკეტურობით გამოირჩევა, ამიტომ მას ე.წ. ფულის ხის სახელით ცნობილი მცენარე შეეფერება. ის განსაკუთრებით კარგ ზემოქმედებას ახდენს მათზე, ვისაც სამსახურებრივად ფულთან აქვს საქმე - ბუღალტრებსა და ბანკირებზე. მისი მეშვეობით შინ მშვიდი, სტაბილური ატმოსფერო დაისადგურებს და ადამიანში შრომისმოყვარეობას გააღვიძებს.
მერწყულებს ოთახის ნეკერჩხალი შეეფერებათ. ის ეფექტურად ებრძვის მძიმე განცდებს, დამთრგუნველ აზრებს და უმიზეზო სევდას. მის გვერდით სულიერად მაღლდებიან. დარგეთ ნეკერჩხალი - ეს მცენარე თქვენში ადამიანებისადმი სიყვარულს გააღვიძებს. იგი აწესრიგებს კონფლიქტებს, საუბრიდან შეურაცმყოფელ ინტონაციასა და სიტყვებს აქრობს.
თევზებს ცხოვრებისეული სტრესისგან ორქიდეას ყვავილი დაიცავს. სადაც იგი ხარობს, იქ სიცოცხლე უხარიათ, დეპრესიისათვის ადგილი არ რჩება. ეს ნაზი ყვავილი ადამიანს ორგანიზმში სრულ წესრიგს ამყარებს და ყურადღების გარეშე არც ერთ ავადმყოფ უჯრედს არ ტოვებს.