ვუმკურნალოთ მშრალ ეგზემას მცენარეული, მეტად ეფექტური საშუალებებით!
ეგზემა კანის ალერგიული დაავადებაა, რომელსაც ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა, ქრონიკული მორეციდივე მინდინარეობა და მრავალაფეროვანი გამონაყარი ახასიათებს. სახელწოდება წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან ECZEO, რაც დუღილს ნიშნავს - მწვავე ეგზემის ერთ - ერთი მთავარი სიმპტომი, მრავალრიცხოვანი, გამჭვირვალე სითხის შემცველი გამონაყარი, მართლაც წააგავს მდუღარე სითხის ბუშტუკებს.
ქიმიური საშუალებით გამოწვეული ეგზემის დროს სასარგებლოა 15 - 20 წუთიანი გრილი სოდიანი აბაზანები, რომელთა შემდეგაც დაზიანებული ადგილი 10 წუთით ზეითუნის ზეთში უნდა ჩაყოთ.
მშრალი ეგზემი დროს:
ქიმიური საშუალებით გამოწვეული ეგზემის დროს სასარგებლოა 15 - 20 წუთიანი გრილი სოდიანი აბაზანები, რომელთა შემდეგაც დაზიანებული ადგილი 10 წუთით ზეითუნის ზეთში უნდა ჩაყოთ.
მშრალი ეგზემი დროს:
- 1 ცალი კვერცხის ცილა და 1 ჭიქა დაკუწული ქრისტესისხლა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე თქვიფეთ, დაამატეთ 2 ს/კ შავი ძაღლყურძენას ნაყოფი და გაიკეთეთ ცხელი საფენი.
- დაზიანებულ კანზე წაისვით შტოშის წვენი.
- დაზიანებულ ადგილას დაიდეთ კარგად ათქვეფილი შავი მოცვის ერთგვაროვანი ფაფა.
- დაიდეთ კანზე რძეში მოხარშული კომბოსტო და ქატო.
- 3 ჩ/კ სოჭის ზეთი, 6 - 7 გრ ღორის მუცლის ქონი ერთმანეთში აურიეთ და გაიკეთეთ საფენები, რომლებიც დღეში 2 - ჯერ უნდა გამოცვალოთ. მკურნალობის კურსი 8 - 24 დღეა.
- გაიკეთეთ მრავალძარღვას წვენში ან ნახარშში დასველებული მარლის კომპრესი.
- 100 გრ ძაღლყურძენა, 2 გრ კვერცხის ცილა, 2 ს/კ გადამდნარი ქონი და 1 ლ ქრისტესისხლას წვენი კარგად აურიეთ ერთმანეთში და 2 დღის განმავლობაში დაიდეთ დაზიანებულ კანზე.
- თავის კანის მშრალი ეგზემის დროს თავი კვირაში ერთხელ დაიბანეთ თბილი წყლით და 15 წუთის განმავლობაში შეიზილეთ 1 მუჭა სუფრის მარილი, მერე კი თბილი წყალი გადაივლეთ. დაახლოებით 6 პროცედურის შემდეგ დაავადება გაივლის.
- დააქუცმაცეთ ერთი ცალი მუსკატის კაკალი, ცოტა კოჭა და ოთხფურცელა მარწყვბალახა, დაასხით სპირტი და 2 დღით დადგით სითბოში. ამ ნაყენით გაიწმინდეთ თავის კანი. კარგი იქნება, თუ პარალელურად მიიღებთ თანაბარი რაოდენობის ფარსმანდუკისა და ანწლის ყვავილის ნაყენს.