ცნობილი ექიმების რეცეპტი: გამოაცხვეთ პური, რომელიც ანელებს დაბერებას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას!

ცნობილი ექიმების რეცეპტი: გამოაცხვეთ პური, რომელიც ანელებს დაბერებას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას!
ყველასათვის ცნობილია თეორია, რომ უნდა ვერიდოთ პურს, თუ წონაში დაკლება გვსურს. მაგრამ პურის სახეობა განსხვავდება. თუ მას სწორად მოამზადებთ, შეგიძლიათ ნივთიერებათა ცვლა დააჩქაროთ და შეანელოთ სხეულის დაბერება.
საკვები პროდუქტების არასწორი შეხამება და თქვენთვის შეუფერებელი პროდუქტები ავნებს ჯანმრთელობას, გარეგნობას და სილამაზეს.
ხარისხიანი და სრულფასოვანი კვება ზეგავლენას ახდენს დაბერების პროცესის შენელებაზე. ეს პური, ცნობილი როგორც ასაკის საწინააღმდეგო პური, ნებისმიერი კარგი საუზმის საფუძველია. იგი არამხოლოდ გემრიელი, არამედ, ძალიან სასარგებლოცაა.

ინგრედიენტები:

  • 200 გრ წიწიბურას ფქვილი
  • 200 გრ ხორბლის ფქვილი
  • 100 გრ ჭვავის ფქვილი
  • საცხობი ფხვნილი
  • სოდა
  • 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 0,5 ჩ.კ. კვლიავი
  • 1 ს.კ. სელის თესლი
  • ცოტაოდენი როზმარინი
  • 0,5 ლიტრი წყალი


მომზადება:

  1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, მოზილეთ და დატოვეთ მთელი ღამით.
  2. გაახურეთ არღუმელი 250 გრადუსზე, საცხობ ფორმას დააფარეთ ფერგამენტის გაღალდი და დაასხით ცომი.
  3. გამოაცხვეთ პური 30-60 წუთის განმავლობაში, დრო დამოკიდებულია ზომასა და ცომის სიმაგრეზე.