გამცილებელმა მოიფიქრა ხრიკი ოთახის მცენარეების მოსარწყავად. რამდენ ხანსაც არ უნდა მოუწიოს რეისში ყოფნა, მისი ყვავილები არ გახმება!
გამცილებლად აგერ უკვე 12 წელია ვმუშაობ და წლიდან-წლამდე ერთი და იგივე პრობლემას ვხვდები: ვის დავუტოვო ოთახის მცენარეები და როგორ შევუნარჩუნო მათ სიცოცხლე. ვბრუნდები რეისიდან და პირველ რიგში გამხმარი ყვავილების რეანიმირებას ვიწყებ, რომელთაც მთელი წლის განმავლობაში ვუვლიდი და ვეფერებოდი.
მწვანე მეგობრების მოგზაურობის დროს გახმობისგან დასაცავად, საუკეთესო საშუალებაა ავტომატური მორწყვის ორგანიზება. თქვენ შეგიძლიათ უკვე მზა სარწყავი სისტემა შეიძინოთ ან შეგიძლიათ თავად დაამზადოთ სახლის პირობებში. გირჩევთ მოამზადოთ ძალიან ეკონომიური მოწყობილობა, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ თქვენი ოთახის მცენარეების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
როგორ მოვამზადოთ, ავტომატური მორწყვის სისტემა
ასეთი მარტივი და იაფი ხერხით შეგიძლიათ უზრუნველყოთ ოთახის მცენარეების მორწყვა სახლიდან დიდი ხნით გასვლის დროს. ეს ხრიკი მწვანე და ჯანმრთელი ყვავილებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია შვებულებების პერიოდში, ამიტომ აუცილებლად ასწავლეთ ის თქვენს მეგობრებსაც.

- აიღეთ შუშის ბოთლი და გულდასმით გამორეცხეთ ის.
- ყურადღებით შეამოწმეთ, რომ არ დარჩეს იცხო სუნი.
- მოაშორეთ ეტიკეტი
- ახლა აიღეთ ხუფი ან თავსახური და გაბურღეთ მასში ხვრელი.
- გაავსეთ ჭურჭელი წყლით. დარწმუნდით, რომ წყალი მცირე ოდენობით გამოედინება. ნიადაგი ზომიერად და მუდმივად უნდა ტენიანდებოდეს.
- თუ სახურავიდან ზედმეტად ბევრი სითხე გამოედინება, მაშინ ქსოვილის ნაჭერი გაჭედეთ მასში. ეს მოხერხებული ხრიკი აგარიდებთ ჭარბ მორწყვას
- მოათავსეთ ბოთლი ყვავილის ქოთანში და ვუალა! თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ბოთლის დეკორირებასაც მიაქციოთ ყურადღება.