ეს წამალი აცხრობს ხველას, კარგად მოქმედებს ფილტვებზე, ამაგრებს იმუნიტეტს და წმენდს ორგანიზმს!
თითქოს ჯანმრთელი ვარ, მაგრამ გაცივების დროს ძალიან მეშინია, რადგან ამ პერიოდში თავს ცუდად ვგრძნობ, თითქოს ვიხრჩობი, ისე მახველებს, ცხვირიდან და თვალებიდან კი წყალივით მდის სითხე. გადაბმული ცემინება ვიცი ხოლმე. შარშან მასწავლეს რეცეპტი, რომელიც ძალიან მომეწონა და მომიხდა. გადავწყვიტე, თქვენს გაგიზიაროთ.
რეცეპტისთვის დაგჭირდებათ:
ინგრედიენტები:
მომზადების და გამოყენების წესი:
1 ს/კ ნუშის გული კარგად დანაყეთ და დაასხით ნახევარი ჭიქა თბილი, ანადუღარი წყალი, კარგად მოურიეთ. მიიღებთ ნუშის რძეს. შემდეგ 1 ჩ/კ საზამთროს კურკები დაფქვით, დაუმატეთ 1/4 ჩ/კ დანამცეცებული დარიჩინი, ამდენივე ჯანჯაფილი, 1 ს/კ თაფლი. ეს ყველაფერი შეურიეთ ნუშის რძეს, მოურიეთ და სვით თითო ს/კ სამჯერ დღეში, ჭამის წინ.
საზამთროს კურკები კარგად გარეცხეთ, საწურზე გააშრეთ, დაფქვით და ქილაში შეინახეთ. ამ ფხვნილის გამოყენება ნარევის მოსამზადებლადაც შეგიძლიათ და დამოუკიდებლადაც. იგი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში.
რაც შეეხება ნარევს, იგი ასუფთავებს სასუნთქ არხებს ლორწოსგან და ხოცავს მავნე ბაქტერიებს, თანაც ორგანიზმს ათბობს. შეგიძლიათ ერთბაშად მოამზადოთ რამდენიმე დღის სამყოფი ნარევი. მაგრამ ძალიან დიდხანს არ ინახება - კარგავს თვისებებს. ამიტომ ვამჯობინებ ახალ - ახალი ულუფის მომზადებას. ეს წამალი აცხრობს ხველას, კარგად მოქმედებს ფილტვებზე, ამაგრებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, წმენდს ორგანიზმს.
ექიმის კომენტარი:
ნუში ძველ კარაბადინებში ხშირად იხსენიება, როგორც მრავალმხრივი სამკურნალო ეფექტის მქონე საშუალება. მკურნალობისთვის იყენებდნენ მწარე ნუშს: "ფილტვსა უშველის, ღვიძლსა და ფილტვისა გზასა გახსნის და მუცლისა ტკივილისა და კოლინჯისა და თირკმელთა ტკივილისა უშველის " ("იადიგარ დაუდი"). ხველის დროს აძლევდნენ ნუშისზეთიან სასმელს და საჭმელს. დღეს ხალხურ მედიცინაში ნუშის რძეს იყენებენ თირკმელ - კენჭოვანი დაავადების დროს ქვიშის გავლის შემდგომ პერიოდში, რადგან იგი საუცხოოდ აღადგენს მარილებით დაზიანებულ შარდსადენი გზების შიგნითა ზედაპირს.
ჯანჯაფილის ფესვი ქართულ ტრადიციულ მედიცინაში მოიხსენიება, როგორც კუჭ - ნაწლავის დაავადების სამკურნალო საშუალება.
დარიჩინის ხის ქერქს ქართულ მედიცინაში იყენებდნენ შარდის შეუკავებლობის, ქალური და ნერვული დაავადებების დროს. დარიჩინის ნახარშს ბავშვებს აძლევდნენ ხველისა და ფაღარათის წინააღმდეგ.
რეცეპტისთვის დაგჭირდებათ:
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ ( დაახლოებით 15 ცალი ) ნუშის გული
- ნახევარი ჭიქა წყალი
- 1 ჩ/კ საზამთროს კურკები
- 1/4 ჩ/კ დარიჩინი
- 1/4 ჩ/კ ჯანჯაფილი
- 1 ს/კ თაფლი