ფეხის ოფლიანობისგან თავის დაღწევა იოლად და იაფად არის შესაძლებელი!
გთავაზობთ ფეხის ოფლიანობის ხალხურ წამალს. ეს პრობლემა ახალგაზრდობაში ძალიან მაწუხებდა. განსაკუთრებით გამიმძაფრდა მდგომარეობა ჯარში ყოფნისას. ოფლიანობის ნიადაგზე დამემართა სოკოვანი დაავადებაც. ეს ორი პრობლემაც ყოველთვის ერთმანეთთან არის დაკავშვირებული. მათგან თავის დაღწევა იოლად და იაფად არის შესაძლებელი.
მკურნალობის წესი:
ფეხბეი კარგად დაიბანეთ და გაიმშრალეთ. შემდეგ ბამბის ტამპონი დაასველეთ 3 % ან 5 % - იანი იოდით, შეიზილეთ თითებს შორის და თითებიდან 3 - 4 სმ - ზე ტერფების ზედაპირზე. პროცედურა, სასრუველია, ყოველ საღამოს ჩაიტაროთ. სულ რამდენიმე პროცედურის შემდეგ ოფლიანობა 1 - 2 წელი აღარ შეგაწუხებთ. პირადად მე პრობლემა სამმა პროცედურამ მომიხსნა.
ექიმის კომენტარი:
იოდი ძლიერი ანტისეპტიკური საშუალებაა. ფეხის ოფლიანობისას მთავარი პრობლემა - უსიამოვნო სუნია, რომელიც ბევრ უხერხულობას ქმნის. ამ სუნის მიზეზი კი ის ლპობითი პროცესებია, რომელსაც კანზე არსებული ბაქტერიები უწყობს ხელს. ამიტომ ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვას - რეგულარულ დაბანას საპნით და ანტისეპტიკური საშუალებებით. იოდი კანის ზედაპირზე ანადგურებს ბაქტერიებს და ამ გზით სპობს ოფლის სუნს. გარდა ამისა, ის აქვეითებს საოფლე ჯირკვლების სადინარების ფუნქციას და ოფლის გამოყოფაც ქვეითდება. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ მსგავსი პროცედურის ხანგრძლივი დროით ჩატარება არ შეიძლება, რადგან მას შეიძლება სხვაგვარი გართულებები მოჰყვეს.