3 საუკეთესო, ძალიან მარტივი და სწრაფად მოქმედი რეცეპტი სტომატიტის წინააღმდეგ.
სტომატიტი - წყლულოვანი წარმონაქმნი პირის ღრუში, რომელიც უდიდეს დისკომფორტს გვიქმნის, განსაკუთრებით კი ჭამის დროს. ალტერნატიულ მედიცინაში გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, სტომატიტი წარმოადგენს ჩვენი ორგანიზმის თავდაცვით მექანიზმს, რომელიც თავიდან გვარიდებს სხვა, გაცილებით უფრო სერიოზული დაავადებების განვითარებას.
პრობლემის გაჩენის დროს მიზანშეწონილია უარის თქმა ცხარე სანელებლებზე, მჟავე პროდუქტებზე და წითელ ხორცზე. დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ 3 ყველაზე ეფექტურ, მრავალჯერ გამოცდილ რეცეპტს, რომელიც სტომატიტის სწრაფად და უმტკივნეულოდ მოშორებაში დაგეხმარებათ.
რეცეპტი №1
სტომატიტის სამკურნალოდ არაჩვეულებრივი საშუალებაა სალბის ნახარში. სალბის 50 ფოთოლს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და ხარშეთ ნარევი რამდენიმე წუთის განმავლობაში. მიღებულ ნახარშს მიეცით დრო გასაგრილებლად და გამოივლეთ პირის ღრუში დღის განმავლობაში 2-ჯერ. მოიქეცით ასე ყოველდღიურად სტომატიტის მორჩენამდე.
რეცეპტი №2
კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საშუალება, რომელიც მოცემული პრობლემის ხანმოკლე დროში გადაჭრაში გვეხმარება, ნიახურის ჩაია. ნიახურის ფოთლებს (100 გ) დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი და ხარშეთ ნარევი რამდენიმე წუთის განმავლობაში. მიირთვით დღეში 3 ჭიქა ასეთი ჩაი და სტომატიტი ხანმოკლე დროში გაქრება.
რეცეპტი №3
უბრალოდ გახსენით 1 ჩაის კოვზი მარილი ერთ ჭიქა წყალში და მიღებული ხსნარი დაიგუბეთ პირის ღრუში რამდენიმე წუთით. ამის შემდეგ შეათბეთ მცირეოდენი წყალი, ჩაამატეთ მასში რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და მიირთვით. არავითარ შემთხვევაში ჩაამატოთ შაქარი. რეკომენდირებულია ამ პროცედურის ღამით, დაძინების წინ ჩატარება.
თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!