ქალბატონების ინტიმური ჰიგიენა: მსოფლიოს 8 ვარსკვლავი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.
ქალბატონების ინტიმური ჯანმრთელობა - ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მუდმივ ყურადღებასა და მოვლას საჭიროებს. ლამაზი სქესის წარმოადგენელთა უმრავლესობას ძალიან უჭირს საკუთარ დელიკატურ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი, რის შედეგადაც პრობლემა უფრო მწვავდება და რთულ ფორმას იღებს.
ქალბატონების ინტიმური ჯანმრთელობა
დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია ამ დელიკატური საკითხის შესახებ ძალიან საინტერესო ინფორმაციას გთავაზობთ. სელებრითების საკმაოდ დიდი ნაწილი ინტერვიუებში ხშირად საუბრობს საკუთარ ურთიერთობებზე, პირად ცხოვრებაზე და ინტიმურ ჰიგიენაზე. დღეს ჩვენი რედაქცია ამ მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ მსოფლიოს ვარსკვლავების მოსაზრებებს გაგიზიარებთ.
ქალბატონების ინტიმური ჯანმრთელობა
დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია ამ დელიკატური საკითხის შესახებ ძალიან საინტერესო ინფორმაციას გთავაზობთ. სელებრითების საკმაოდ დიდი ნაწილი ინტერვიუებში ხშირად საუბრობს საკუთარ ურთიერთობებზე, პირად ცხოვრებაზე და ინტიმურ ჰიგიენაზე. დღეს ჩვენი რედაქცია ამ მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ მსოფლიოს ვარსკვლავების მოსაზრებებს გაგიზიარებთ.
- გვინეტ პელტროუ
ეს მსახიობი უკვე დიდი ხანია, რაც საკუთარ თავს ცხოვრების ჯანსაღი სტილის გურუდ მიიჩნევს. მეტიც, გვინეტ პელტროუმ გამოსცა საკუთარი წიგნი, რომელიც ჯანსაღ ცხოვრებას გვასწავლის.
არც თუ ისე დიდი ხნის წინ მსახიობმა საკუთარ ფანებსა და თაყვანისმცემლებს შესთავაზა ინფორმაცია, თუ როგორ იცავს ქალბატონი ინტიმურ ჰიგიენას. გვინეტ პელტროუ რეკომენდაციას ინფრაწითელი ორთქლის აბაზანებს უწევს. მისი მტკიცებით, ეს პროცედურა წმენდს საშვილოსნოს და არეგულირებს სისხლში ესტროგენის დონეს. გინეკოლოგები ამ მეთოდისგან აღფრთოვანებულები ნამდვილად არ არიან. მათი თქმით, მსგავსმა პროცედურამ შეიძლება განაპირობოს ბაქტერიების პათოგენური ზრდა-გამრავლება, რის შედეგადაც საგრძნობლად იზრდება ინტიმური ზონის ინფექციების განვითარების რისკი. - შეილინ ვუდლი
შეილინ ვუდლი - ამერიკელი მოდელი და მსახიობი. ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა ინტიმური ჰიგიენისა და ჯანმრთელობის შესახებ ცნობილი ნატუროპათის მოსაზრება გაგვიზიარა, რომელიც მიიჩნევს, რომ სასქესო ორგანოს ჯანმრთელობისთვის წარმოუდგენლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება D ვიტმაინს.
შეილინ ვუდლის თქმით, როდესაც ქალბატონს ინტიმურ ზონაში დისკომფორტის განცდა შეაწუხებს, საჭიროა რუჯის მისაღებად წასვლა, თანაც ''ფეხების ფართოდ გაშლა''. გინეკოლოგები ეწინააღმდეგებიან ამ მოსაზრებას, რადგან მათი მტკიცებით, ინტიმური ზონის სხვადასხვა დაავადებებისა და ინფექციების განვითარების რისკი სწორედ ზაფხულშია ყველაზე მაღალი. - კორტინ კარდაშიანი
ერთ-ერთ შოუში ლამაზმანმა განაცხადა, რომ ინტიმური ჰიგიენის დასაცავად მაიონეზს იყენებს. კორტინის სიტყვებით, ამ პროდუქტის სასქესო ორგანოზე წასმით ბიკინის ზონა გაცილებით მოვლილად გამოიყურება. ამ განცხადების შემდეგ ტელემაყურებელმა ქალბატონი სასაცილოდ აიგდო. - ქლოი კარდაშიანი
კორტინის დის, ქლოი კარდაშიანის თქმით, ის უკვე რამდენიმე წელია მიმართავს ლაზერულ თერაპიას კოლაგენის გამომუშავების პროცესის სტიმულირებისთვის და ვაგინის ელასტიურობის აღსადგენად. - კანდი ბერასი
კანდი ბერასი - ამერიკელი მომღერალი. მან საკუთარ თაყვანისმცემლებში დიდი შოკი გამოიწვია, როდესაც განაცხადარ, რომ რეგულარულად სასქესო ორგანოში მცირეოდენ შაქარს ითავსებს. ამ პროცედურის მიზანი ჩვენთვის უცნობია. ექიმების რეკომენდაციით, არ ღირს ამ პროცედურის განმეორება, რადგან შაქრის ნარჩენებმა, რომლებიც ვაგინის შიგნით რჩება, შეიძლება გამოიწვიოს მიკროფლორის დისბალანსი. - ჯენიფერ ლოურენსი
არც თუ ისე დიდი ხნის წინ მსახიობმა აღიარა, რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იტანჯებოდა შეუკავებლობისგან სტრესულ სიტუაციებში. პრობლემის დამარცხებაში მას კაგელის ტრადიციული ვარჯიშები დაეხმარა. - კერი-ენ მოსი
მსახიობის თქმით, მენსტრუაციული ძაბრი არაჩვეულებრივი გამოგონებაა, რომლითაც თითოეულმა ალბატონმა უნდა ჩაანაცვლოს ტამპონები და საფენები. - მერლინ მონრო
კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი, რომელიც 1950-იანი წლების სექს-სიმბოლოს, მერლინ მონროს უკავშირდება. მსახიობი რეგულარულად იღებავდა თმას ინტიმურ ზონაზე, რათა ყოფილიყო თავიდან ფეხებამდე ქერა.