4 ინოვაციური და მარტივი ხალხური მეთოდი, რომელიც თქვენს თმას მბზინვარებას სულ რაღაც 20 წუთში მიანიჭებს

4 ინოვაციური და მარტივი ხალხური მეთოდი, რომელიც თქვენს თმას მბზინვარებას სულ რაღაც 20 წუთში მიანიჭებს
ბუნებაში უამრავი პროდუქტი არსებობს, რომელსაც ადამიანისთვის სხვადასხვა სარგებელი მოაქვს. საკვები პროდუქტები ადამიანების ძალის, სილამაზისა და ჯანმრთელობის საწინდარია. დღესდღეობით ქალბატონები ივიწყებენ, რომ კოსმეტიკური საშუალებების გარდა არსებობს უამრავი სხვა ხალხური მეთოდი, რომლის დახმარებით უფრო ლამაზები და მოხდენილები იქნებიან. ამ სტატიაში FPAPARAZZI გასწავლით თმის მოვლის აქამდე უცნობ გზებს, რომელიც თქვენს თმას უფრო მბზინავსა და მიმზიდველს გახდის.

ავოკადო

ეს ეგზოტიკური ხილი პოპულარული მხოლოდ მექსიკაში არ გახლავთ. მას მთელ მსოფლიოში თმის გამაჯანსაღებელ სამკურნალო საშუალებად იყენებენ.

ინგრედიენტები:
  • 1 მწიფე ავოკადო
  • 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 ჩაის კოვზი თაფლი
  • 1ც კვერცხი

მოხმარების წესი:

  1. ყველა ინრედიენტი გლუვი მასის მიღებამდე ურიეთ.
  2. ნიღაბი მთლიან თავის ქალასა და თმაზე დაიტანეთ.
  3. დაელოდეთ 20 წუთი.
  4. თავი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ალოე ვერა

ალოე ვერა ცნობილია, როგორც თერაპიისა და სხვადასხვა დაავადებების სამკურნალო საშუალება,თუმცა მას თმისთვის მბზინვარებისა და სიჯანსაღის მინიჭებაც შეუძლია.

ინგრედიენტები:

  • 1ც ალოე ვერას ფოთოლი
  • 1 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი

მოხმარების წესი:

  1. გაჭერით ალოე შუაზე და შემდეგ დაბეგვეთ.
  2. აურიეთ ალოე და ნუშის ზეთი, მიღებული მასა თავზე წაისვით, შემდეგ კი პოლიეთილენი შემოიხვიეთ.
  3. 20 წუთის გასვლის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ბანანი

ბანანი ერთ-ერთი ჯანსაღი საკვები პროდუქტია, რომელიც ქერტლისგან მარტივად და სწრაფად გაგათავისუფლებთ.

ინგრედიენტები:

  • 1ც დიდი ბანანი
  • 1 ჩაის კოვზი თაფლი

მოხმარების წესი:

  1. ინგრედიენტები იქამდე ურიეთ, სანამ პიურეს მსგავს მასას არ მიიღებთ.
  2. ნიღაბი თმაზე 20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ასპირინი

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ არსებობს ასპირინის გამოყენების უამრავი არატრადიციული მეთოდი, ხოლო ერთ-ერთი სწორედ თმის მოვლის ეს საშუალებაა. ასპირინს თმის სწრაფად გაჯანსაღება შეუძლია, რასაც ის სალიცილის მჟავას უნდა უმადლოდეს, თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ ასპირინი მედიკამენტია, რომელმაც შესაძლოა ზიანიც კი მოგაყენოთ.

ინგრედიენტები:

  • ასპირინის 3-4 ტაბლეტი
  • შამპუნი

მოხმარების წესი:

  1. დაფშვენით 2ც ასპირინი,შამპუნში აურიეთ და ნარევი თავის ქალაზე რამდენიმე წუთით გაიჩერეთ.
  2. ჩამოიბანენეთ თავი და დარჩენილი ასპირინი თბილ წყალში შეურიეთ. ასპირინიანი წყალი ქალაზე წაისვით და 10 წუთის შემდეგ თავი კვლავ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.