როგორ გამოვავლინოთ ადამიანის ზოდიაქოს ნიშანი გარეგნობის მიხედვით

როგორ გამოვავლინოთ ადამიანის ზოდიაქოს ნიშანი გარეგნობის მიხედვით
რა თქმა უნდა, გენეტიკას დიდი ზეგავლენა აქვს გარენობაზე, მაგრამ დაბადების მომენტში პლანეტების წყობაც ძალიან მნიშვნელოვანია. თავად განსაჯეთ.

ვერძი
როგორც წესი, ვერძები მაღლები და კარგი აღნაგობის არიან - მსხვლიძვლიანი და ფართომხრებიანი. სახის მოგრძო მოყვანილობითა და გამჭოლი მზერით. ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელ ვერძებს ხშირად სხვადასხვა ჩხუბის დროს მიღებული ნაიარევები აქვთ - უყვართ ყველაფერში გამარჯვება და ამის დემონსტრირებას გარეგნულადაც ახერხებენ.

კურო
ამ ნიშნის წარმომადგენლები შეიძლება იყვნენ პუტკუნებიც და გამხდრებიც, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მათ მძიმე სიარულის მანერა აქვთ. მათი სადმე ყოფნა სანდოობის შეგრძნებას იწვევს. ხშირად სახის მრგვალი მოყვანილობა და გამოკვეთილი ნაკვთები, დიდრონი თვალები და ლამაზი კანი აქვთ, მოკლე ყელი და კვადრატული ფორმის მხრები.

ტყუპები
ტყუპები, როგორც წესი, მაღლები და გამხდრები არიან. ვინაიდან, ამ ნიშნის წარმომადგენლები სოციალურად აქტიურები არიან, მათ ხშირად გრძელი ხელები აქვთ და მათი მეშვეობით ეფექტურად ჟესტიკულირებენ. ასაკზე გაცილებით ახალგაზრდად გამოიყურებიან ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე.

კირჩხიბი
ამ შემთხვევაში სახის სამი ტიპის გამოყოფა შეიძლება. პირველი: დიდი თავი, მაღალი ყვრიმალები და გამოკვეთილი წარბები, პატარა თვალები. მეორე: მრგვალი, ბავშვური სახე, რბილი კანი, ფართო პირი და ლამაზი ღიმილი. მესამე: პირველი ორი ტიპის შერწყმამ მაგრამ განსაკუთრებით ძლიერი ყვრიმალებით. საქმე იმაშია რომ სწორედ სახე გამოხატავს, თუ რა ხდება კირჩხიბის თავს, ამიტომ, მათ საკმაოდ გამოკვეთილი მიმიკა აქვთ.

ლომი
საინტერესოა, რომ ლომები შეიძლება მაღლები ჩანდნენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარი გარეგნობით ამაყობენ და ტავის წარმოჩენა კარგად იციან. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი გარეგნობა მუდამ იქცევს ყურადღებას. მათ მოხდენილი სიარულის მანერა აქვთ, ოვალური სახე და დიდი თვალები. ლომების ყველაზე მთავარი მშვენება - თმაა.

ქალწული
ამ ნიშნის წარმომადგენლები კოხტად და აკურატულად გამოიყურებიან, მათ ძალიან ლამაზი სახე აქვთ. წყნარი ადამიანების შთაბეჭდილებას ქმნიან, ხშირად მარტოსულების. ქალწულებს მაღალი შუბლი, სწორი ცხვირი და ოდნავ ფართო ყბა აქვთ.

სასწორი
ეს გახლავთ ერთადერთი ნიშანი, რომელსაც გარეგნობაში რაიმე გარკვეული თავისებურებები არ ახასიათებს. მათი გარეგნობა, როგორ წესი, კარგად დაბალანსებულია, ერთდოულად მახვილი და რბილიც. მათი სახე სიბრაზის დროსაც სასიამოვნოა, ღიმილი კი სამუდამოდ გამახსოვრდებათ.

მორიელი
ხშირად მორიელებს ფართო შუბლი და მასიური ყელი აქვთ. საშუალო სიმაღლე და ჩაფსკვნილი ტანი ახასიათებთ, მაგრამ მაინც მოხდენილად გამოიყურებიან. მათჳ ყველაზე მნიშნვნელოვანი მახასიათებელი - თვალებია. ფერსა და ფორმას მნიშვნელობა არ აქვს - მათი მზერა უბრალოდ აჯადოვებს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს ენერგიულობის წყალობით სპორტული აღნაგობა აქვთ. ფართო შუბლი და სასიამოვნო გარეგნობა. უყვართ ხშირად გაღიმება. მშვილდოსნებისთვის ჯესტებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, ძალიან ლამაზი ხელები აქვთ. გამოკვეთილი, ჭკვიანი და ლამაზი თვალები, რომლებიც შესანიშნავად ერწყმის იუმორის გრძნობას.

თხის რქა
თხის რქის აღნაგობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგადაა მუსკულატურა დამუშავებული. ტიპიურ თხის რქას სერიოზულობით გამოავლენთ. ამ ნიშნის ახალგაზრდა წარმომადგენლებიც ასაკზე უფროსად გამოიყურებიან. შუბლი ვიწრო აქვთ, სიარულის მანერა - თავდაჯერებული, რადგან მუდამ იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ ქმედებებზე.

მერწყული

პრაქტიკულად ყველა მეწრყულს მეოცნებე მზერა აქვს. ამ ნიშნის წარმომადგენლები საშუალო სიმაღლის არიან და სახის კეთილშობილი ნაკვთები აქვთ. მათი სიარულის მანერა არც თუ ისე დახვეწილია, ალბათ იმიტომ, რომ მუდამ მიზნის მისაღწევად ეჩქარებათ. მათ შეიძლება ნონკონფორმისტები უწოდო.

თევზები
თევზების დამახასიათებელი ნიშნებია სქელი წარბები, თავის უცნაური ფორმა და მძინარე თვალები. მათი შემყურე, გექმნება შთაბეჭდილება, რომ ამ სამყაროს არ მიეკუთვნებიან. საშუალო სიმაღლის არიან და მეტად მოუხერხებლად გამოიყურებიან, ვიდრე სინამდვილეში არიან.