ეგზოტიკური ხილის გამყიდველმა ახსნა, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ კარგი ლეღვი და რასთან მიირთვათ იგი

ლეღვის საოცარ თვისებებზე 5 ათას წელზე მეტია, ლეგენდებს თხზავენ. ეს ნამდვილად სამოთხის ხილია, ლეღვის ფოთოლს ხომ ადამი და ევა სამოსის სახით იყენებდნენ. ხშირად ვერც კი ვხვდებით, როგორი სასარგებლო შეიძლება იყოს ლეღვი.
ის დიეტის დროს ანაცვლებს ტკბილეულობას, რადგან ერთი ნაყოფი შეიცავს დიდი ოდენობით ფრუქტოზას და მხოლოდ 49 კალორიას. ლეღვი მდიდარია ორგანული მჟავებით, ცილებით, ფოლის მჟავით, С ვიტამინით, რკინით, სპილენძით, უჯრედისით.
ლეღვის სასარგებლო თვისებები
როგორ ავირჩიოთ
ლეღვის ჩირი
ლეღვი აღავსებს ენერგიით, აღადგენს ძალებს, ამაღლებს განწყობას და სასიცოცხლო ტონუსს.
ის დიეტის დროს ანაცვლებს ტკბილეულობას, რადგან ერთი ნაყოფი შეიცავს დიდი ოდენობით ფრუქტოზას და მხოლოდ 49 კალორიას. ლეღვი მდიდარია ორგანული მჟავებით, ცილებით, ფოლის მჟავით, С ვიტამინით, რკინით, სპილენძით, უჯრედისით.
ლეღვის სასარგებლო თვისებები
როგორ ავირჩიოთ
მწიფე ლეღვი რბილი უნდა იყოს და ძლიერი ტკბილი არომატი ჰქონდეს. სახეობის მიხედვით ლეღვი შეიძლება მწვანე, მუქი იასამნისფერი და ზომაში განსხვავებული იყოს.- როგორ შევინახოთ
ახალი ლეღვი მალე ფუჭდება. ვარგისიანობის ვადა მაქსიმუმ 3 დღეა. უნდა მოათავსოთ ღია კონტეინერში, რათა სითხე აორთქლდეს და ბაქტერიები არ გავრცელდეს. - როგორ მივირთვათ
ახალი ნაყოფის მირთმევა რეკომენდებულია კანთან ერთად. თუ ქერქი მაგარია, გაჭერით და მიირთვით რბილობი კოვზით.
ძალიან გემრიელი საუზმე და დესერტები მზადდება მოხარშული ლეღვისგან. ამისათვის გამოიყენეთ 2 ჭიქა წყალი 8 ნაყოფზე, მოხარშეთ ნელ ცეცხზე 15 წუთი. მიირთვით იოგურტთან, არაჟანთან, ხაჭოსთან.
ლეღვის საკვებში გამოყენების უამრავი ხერხი არსებობს. მისგან არაჩვეულებრივი მურაბა მზადდება. ლეღვს უმატებენ სალათებში, მეორე კერძებში, ძალიან გემრიელია ყველთან და შებოლილ ხორცთან.
ლეღვის ჩირი
- არჩევა
კარგი ლეღვის ჩირის შესარჩევად რამდენიმე წესი უნდა გაითვალისწინოთ: მიაქციეთ ყურადღება ფერს, ღია-ყავისფერი, კრემისფერი უნდა იყოს. თეთრი ნადები ნუ შეგაშინებთ, ეს გლუკოზაა, რომელიც გარეთ გამოვიდა. ნაყოფი ცოტათი რბილი უნდა იყოს, ზედმეტად გამომშრალი არ ვარგა. - შენახვა
დაბალი ტემპერატურა და სიმშრალე - ლეღვის ჩირის შენახვის მთავარი პირობაა. - როგორ მივირთვათ
მირთმევამდე ლეღვის ჩირი გარეცხეთ. შეგიძლიათ ყოველგვარი დამუშავების გარეშე მიირთვათ, ან დაუმატოთ რაიმე კერძში ან სასმელში.
ფაფა, ფუნთუშეული, რძის პროდუქტები - ლეღვის საუკეთესო მეგობრებია.
ლეღვი აღავსებს ენერგიით, აღადგენს ძალებს, ამაღლებს განწყობას და სასიცოცხლო ტონუსს.