შოკოლადის სოუსი მარწყვითა და ვისკით
შოკოლადს რამდენიმე შეუცვლელი პარტნიორი ყავს: მარწყვი - რომელიც ყველამ ვიცით, რომ ძალიან უხდება და ვისკი - რომელიც ალბათ აღმოჩენა გახდება ბევრისთვის.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
საჭირო მასალა:
- 200 გ მარწყვი
- 100 მლ ირლანდიური ვისკი
- 100 გ 22 %-იანი ნაღები
- 50 გ მწარე შოკოლადი
- ს/კ კარაქი
- 1 ჩ/კ ყავისფერი შაქარი
მომზადების წესი:
- ნაღები მიიყვანეთ ადუღებამდე, გადმოდგით ცეცხლიდან და მაშინვე დაუმატეთ წვრილად გახეხილი შოკოლადი. კარგად აურიეთ.
- კარაქი გაადნეთ ტაფაზე, მოათავსეთ დაჭრილი მარწყვი და მოაყარეთ შაქარი. შეწვით მაღალ ცეცხლზე შაქრის სრულად გადმობამდე.
- დაუმატეთ ვისკი და შეათბეთ და მოწვით. როგორც კი ცეცხლის ალი ჩაქრება, დაუმატეთ შოკოლადისა და ნაღების მასა.
- სუფრასთან მიიტანეთ ნაყინთან, ბისკვიტთან ან ხილის სალათთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!