ამ სასახლეში დრო 1960-იანი წლებიდან მოყოლებული გაჩერებულია. მოგზაურობა სხვა ეპოქაში.
ოცნება გიყვართ? რაზე შეიძლება იოცნებოს ზრდასრულმა პიროვნებამ, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს? საზოგადოებაში ბევრია ისეთი, ვინც ხშირდ ფიქრობს უკეთეს მატერიალურ პირობებზე, რომელშიც ძირითადად კეთილმოწყობილი საცხოვრებელი იგულისხმება. ქვეყანაზე არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ სურს მყუდრო და კომფორტულ შენობაში ცხოვრება, ხოლო კომფორტი ინდივიდუალური ცნებაა. ზოგს საკუთარი სახლები მოსწონს,ზოგს კორპუსის ბინაში ცხოვრება სიამოვნებს,ზოგსაც კარავი ურჩევნია, ამ სტატიაში კი ჩვენ გესაუბრებით სახლზე, რომელიც სულ სხვა ეპოქიდანაა და დღემდე იწვევს მნახველების გაოცებას.
დღესდღეობით ეს სახლი დროის ერთგვარ კაპსულას წარმოადგენს. გაგიკვირდებათ და მისი ფასი 1 599 000$ გახლავთ. სახლი 50 წელზე მეტისაა და ზუსტად ამდენივე წელია მასში არავის უცხოვრია.
უძრავი ქონების აგენტის ჰოლი მელსტრომის განცხადებით სახლს უკვე წლებია მეპატრონეები უვლიან, თუმცა მასში ცხოვრების სურვილს რატომღაც არ გამოთქვამენ.
ეს საცხოვრებელი 680 ავენიუზე მდებარეობს და იგი ახლანდელი მეპატრონის სელაჰ მასტენის ბაბუის მიერაა აშენებული, რომელიც 1921 წელს NEW-YORK CITY_ის სამშენებლო კომპანიის მფლობელი გახლდათ.
ახლანდელ მეპატრონის, მასტენის შვილიშვილის, თქმით მისმა ბაბუამ იმ პერიოდის საუკეთესო ხელოსნები შეკრიბა, რომელთა დახმარებით სახლის პირველადი კონსტრუქცია 2 კვირაში უკვე აშენებული ჰქონდა.
სახლს აქვს საკუთარი დიდი გარაჟი, ბაღები და ეზო. ბატონი მასტენი იქ ზამთარში მეუღლესთან ერთად ისვენებდა ხოლმე, ხოლო 1969 წელს, 86 წლის ასაკში იგი გარდაიცვალა. ვილას მისი მემკვიდრეები პატრონობდნენ, მაგრამ არ ცხოვრობდნენ.
სახლის შიდა დიზაინი ალბათ აუცილებლად გაგახსენებთ სერიალ "შეშლილებს". ხის იატაკი, ხალიჩები, დიდი ფანჯრები, საკუთარი ბაღი და სხვა დანარჩენი ამ სერიალის ვიზუალურ გაფორმებას მოგვაგოებს.
კერამიკული კაფელი მასტენების შვილიშვილმა ევროპაში მოგზაურობისას შეიძინა. მელსტრომის თქმით ამ კაფელის თითოეული ფილა განსხვავებული და უნიკალურია.
მესაკუთრის საძინებელს აქვს საკუთარი გასახდელი, 4 გარდერობი და მოსასვენებელი ოთახი.
სახლის მეორე სართულზე ძირითადად დანარჩენი საძინებლები, სააბაზანოები და გასახდელებია განთავსებული.
ყველაზე გამაოგნებელი ის არის, რომ სახლში ყველაფერი ძველი პერიოდისაა. ავეჯი და მასზე არსებული ნივთები თავს 70_იან წლებში გაგრძნობინებთ. The Journal News_ის თქმით მანსენების მაგიდაზეც კი ძველი პერიოდის ჟურნალ-გაზეთები ალაგია.
იმის მიუხედავად, რომ ეს საცხოვრებელი იდეალურ მდგომარეობაშია, მანსენებმა მაინც ჩაატარეს გარკვეული სამუშაოები და განაახლეს ის. ოჯახი იმედოვნებს, რომ ახალი მეპატრონე სახლს ისეთივე ენთუზიაზმით მოუვლის, როგორითაც ამას ისინი აკეთებდნენ.