როგორია ცხოვრება ტიხრების გარეშე: სახლი, რომელიც სპირალივით არის ჩახვეული

როგორია ცხოვრება ტიხრების გარეშე: სახლი, რომელიც სპირალივით არის ჩახვეული
ფინურ ქალაქ ესპოოში მდებარეობს საკმაოდ უჩვეულო სახლი. ის ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით "ჩახვეულია" სპირალივით. მასში მდებარე ყვლა ოთახი ერწყმის მომდევნოს, ხოლო სააბაზანო საერთოდ ტიხრების გარეშეა შესრულებული. ალბად ასეთი სტილის სახლი ყველა არასტანდარტულ პიროვნებას მოეწონება.

არქიტექტორი Olavi Kopose-მ თავისებურად გაიაზრა საცხოვრებელი ფართის შინაარსი და დააპროექტა სახლი. სახლის ფორმის შექმნაზე მუშაობისას, დიზაინერი წარმოიდგენდა გამოქვაბულებს ან მიწისქვეშეთს, სადაც როგორც წესი სპირალური კიბეებით ჩადიან.


სახლში ფაქტიურად არ არსებობს ტიხრები. ერთი ოთახი პირადპირ ერწყმის მეორეს. სპირალის ფორმაში განლაგებულია სამზარელო, მისაღები, საძინებელი. სააბაზანოს კი კარიც არ აქვს, ხოლო დუშკაბინა განთავსებულია ფანჯრის პირდაპირ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სახლი განკუთვნილია არასტანდარტულ მეპატრონეებზე, მოუდირებელ და უდარდელ ადამიანებზე.


გამოქვაბულის შეგრძნების შესამსუბუქებლად, მოსაპირკეთებლად არქიტექტორს გამოყენებულია აქვს ნატურალური წაბლის ხე, რომელიწ წლების განმავლობაში უფრო კეთილშობილი ხდება.


ზემოთ (სპირალის დასასრულს) მდებარეობს უჩვეულო ტერასა, სადაც შესაძლებელია სიამოვნებით მიირთვათ ფინჯან ყავა, დატკბეთ ბუნებით. სახლს ასევე გააჩნია სათავსოც, რომელიც სახლის გვერდითაა განთავსებული.