მეთოდები, თუ, როგორ შევანელოთ ნუნების ზრდა და გვქონდეს ლამაზი ხელები
ლამაზი ხელები ნებისმიერი ქალის კოზირია, მაგრამ მათ მოვლა სჭირდებათ. თუკი გეუბნებიან, რომ თითებს ნუნებისგან სამუდამოდ გაათავისუფლებთ მწარედ ცდებით, რადგან ეს შეუძლებელია, თუმცა არსებობს მათი ზრდის შეფერხების სხვადასხვა მეთოდი, რომლებსაც ჩვენ ამ სტატიაში წარმოგიდგენთ.
- ნუ იჭრით ნუნებს ღრმად და ხშირად
რაც უფრო ხშირად და ღრმად იჭრით ნუნებს, ისინი უფრო სწრაფად იზრდებიან და თანაც ბევრად უხეშები. - მიიღეთ აბაზანა
დასაწყისისთვის ხელებს აბაზანა მიაღებინეთ. თბილ წყალში ჩაყარეთ რომელიმე ხილის კანი, ჩაასხით ლავანდის,ვარდის ან სხვა რაიმე ეთერზეთი და ხელები შიგნით 10 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. - მოამზადეთ ზეთი
აურიეთ ნახევარი კოვზი ჟოჟობის ზეთი, 10 წვეთი საკმევლის ეფირის ზეთი და თხევადი ვიტამინი E, ხოლო მიღებული სითხე გრილ, მშრალ ადგილზე შეინახეთ შუშის ბოთლში. - სწორად ჩაიტარეთ პროცედურა
თქვენ მიერ გაკეთებული ზეთი მხოლოდ 2 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი ნუნები სპეციალური ფორთოხლის ჯოხით დაიმუშავეთ. პროცედურა კვირაში ორჯერ გაიმეორეთ. ამ მეთოდით თქვენ არა მხოლოდ შეაჩერებთ ნუნების ზრდის პროცესს, არამედ მათ გააჯანსაღებთ და უფრო რბილს გახდით. - სცადეთ მათი გაქლიბვა
თუკი მანიკური სასწრაფოდ გაქვთ გაკეთებული, ნუ შეიჭრით ნუნებს. მათი გაქლიბვა საკმარისი იქნება თქვენი თითებისთვის ახალი სიცოცხლის მისანიჭებლად, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ქლიბი არ უნდა იყოს უხეში, თანაც ეცადეთ ნუნები მხოლოდ ერთი მიმართულებით გაქლიბოთ.