ღვიის ბუჩქით მკურნალობა! გაიგეთ, რატომ უნდა დადგათ ეს მცენარე სახლში!
ღვია ლამაზი წიწვოვანი მცენარეა. მისი წიწვები დადებითად მოქმედებენ სახლის ენერგეტიკაზე, ვინაიდან ფლობენ "გამწმენდ" თვისებებს. თუ თქვენი სახლის წინაკარში ან ჰოლში საკმარისი სინათლეა, დადგით ღვიის ბუჩქი შემოსასვლელთან: მაშინ ნეგატიური ენერგეტიკა სამუდამოდ დარჩება თქვენი სახლის ზღურბლს მიღმა.
ღვია არ უნდა დაიდგას საძინებელსა და ბავშვის ოთახში - მისი ეკლები ასხივებენ მძლავრ ენერგიას, რომელსაც შეუძლია კოშმარული სიზმრების მოგვრა.
ღვია არ უნდა დაიდგას საძინებელსა და ბავშვის ოთახში - მისი ეკლები ასხივებენ მძლავრ ენერგიას, რომელსაც შეუძლია კოშმარული სიზმრების მოგვრა.
- ღვიის ნაყოფის ნახარშს შარდმდენი თვისება გააჩნია. მის მოსამზადებლად 1 ჩ/კ მწიფე დაჭყლეტილ ნაყოფს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააყენეთ 10 წთ და გაწურეთ. სვით ყოველდღე თითო ჭიქა ნაყენი, გაყოფილი 3 - 4 პორციად.
- რევმატული ტკივილებისას ღვიის სპირტით დაზელვა დაგეხმარებათ: 5 ს/კ ნაყოფს დაასხით 1 ჭიქა არაყი, კარგად დაუცავით პირი, დააყენეთ 2 კვირა, პერიოდულად შეანჯღრიეთ.
- კუჭ - ნაწლავის ტრაქტის დაავადებებისას, ნაწლავებისა და თირკმელების ჭვალის, მეტეორიზმის დროს 3 - ჯერ დღეში წუწნეთ ჭამის შემდეგ შაქრის პატარა ნატეხი, რომელსაც უნდა ღვიის სპირტის 20 წვეთის დაწვეთება.