გადაეცემა თუ არა ართროზი მემკვიდრეობით და როგორია მისი პროფილაქტიკა.
დედაჩემს აქვს "მარილების ჩალაგება სახსრებში" და მრავალი წელია, ტკივილი ტანჯავს, გადაეცემა თუ არა ეს დაავადება მემკვიდრეობით, მემუქრება თუ არა მეც მსგავსი ტკივილები და როგორ შეიძლება დავაღწიო თავი აღნიშნული სენის განვითარებას - როგორია მისი პროფილაქტიკა?
ექიმის კომენტარი:
თქვენ მიერ აღწერილ დაავადებას მადეფორმირებელი ართროზი ეწოდება. მისთვის დამახასიათებელია მემკვიდრული წინასწარგანწყობა. იგი ხშირად უვითარდება იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ჭარბი წონა. სახსრები საკმაოდ მგრძნობიარეა ასეთი დარღვევებისადმი. თუ სახსრის ხრტილოვანი ქსოვილი ნორმალურ მდგომარეობაშია, მაგრამ პაციენტი მსუქანია, სახსრები მექანიკურად ძალიან იტვირთება.
სხეულის ნორმალური წონის დროსაც შეიძლება განვითარდეს მადეფორმირებელი ართროზი. ეს მაშინ ხდება, როცა სახსრის ხრტილი არასრულფასოვანია ეს თანდაყოლილი დეფექტია. გარდა ამისა, არსებობს ართროზის განვითარების უამრავი მიზეზი, მაგალითად, გადატანილი ინფექციური დაავადებები, ნაწიბუროვანი პროცესები და სხვ. რაც შეეხება მადეფორმირებელი ართროზის მემკვიდრულობას, გირჩევთ, ყველაფერი იღონოთ იმისათვიდ, რომ აღარ მოხდეს ამ დაავადებებისადმი თქვენი წინასწარგანწყობის გაღრმავება: ერიდეთ ტრამვებს, დაიკელით წონაში.