გაიგეთ, ზოდიაქოს რომელი ნიშანია ერთგული და რომელი - ღალატისკენ მიდრეკილი

გაიგეთ, ზოდიაქოს რომელი ნიშანია ერთგული და რომელი - ღალატისკენ მიდრეკილი
ამ სტატიაში fpaparazzi-ს რედაქცია გაგარკვევთ, თუ რომელი ნიშანია ყველაზე არაერთგული. რეიტინგს ბოლოდან დავიწყებთ და შეიტყობთ, ვის უნდა ერიდოთ.

მე-12 ადგილი: მორიელი

დიახ, მორიელი ყველა გარშემომყოფი ქალის სურვილის ობიექტია, მაგრამ ეს გახლავთ ყველაზე ერთგული ნიშანი. შოკისმომგვრელი ამბავი - ყველა ქალს როდი სურს ასეთი ერთგულების მიღება. მორიელი თუ არ ღალატობს, არა იმიტომ, რომ კარგი ქმარი და მამაა, არამედ იმიტომ, რომ ახალი მსხვერპლის პოვნის აზრს ვერ ხედავს.

მე-11 ადგილი: თხის რქა


თხის რქა არ ღალატობს, რადგან ამაში აზრს ვერ ხედავს. ერთხელ მათ ძალისხმევა არ დაიშურეს მეორე ნახევრის მოსაპოვებლად და ახ;ა უკვე განზე ინტრიგები არ აინტერესებთ.

მე-10 ადგილი: კურო


კუროს ცხოვრება სტანდარტული სქემით მიდის: სამსახური-სახლი, უქმეებზე ოჯახთან ერთად სანათესაოში, ზაფხულში აგარაკზე. ვერ ხედავს აზრს, რატომ უნდა დაკარგიოს ეს ყველაფერი და ახალი ურთიერთობები მოიძიოს.

მე-9 ადგილი: მერწყული

თუ მერწყული რაიმეთი უკმაყოფილოა, ის ცოლს გაშორდება. გულწრფელად სწმს, რომ ღალატი არ არის კეთილშობილური და ლამაზი საქციელი. ტყუილები კი უყვარს, მაგრამ ეს მხოლოდ სახალისოდ. განზე ფლირტები მას არ აინტერესებს.

მე-8 ადგილი: სასწორი


თუ სასწორს საშუალება უჩნდება განზე რომანი დაატრიალოს, კარგად ასწონ-დასწონის ყველაფერს. ამაზე იმდენ დროს ხარჯავს, რომ ეს საშუალება თავისთავად ეცლება ხელიდან, მაგრამ სასწორი დიდად არც დარდობს.

მე-7 ადგილი:ქალწული

არიან ქალულებში ისეთებიც, ვინც ღალატის წინააღმდეგია. ინტიმურ სიახლვეს იოლად უყურებენ და ფლირტი დიდ რამედ არ ეჩვენებათ. თუნდაც ერთდროულად სხვადასხვა ქალთან ჰქონდეს ურთიერთობა, ამის თაობაზე ვერავინ გაიგებს. ამის დამალვის საოცარი ნიჭი აქვთ.

მე-6 ადგილი: თევზები


თევზები ღალატზე გამუდმებით ფიქრობენ, მაგრამ ეს აზრები მათ ფანტაზიებს არასოდეს სცდება. ვერასოდეს გაბედავენ რეალურად ამის გაკეტეთებას, თუ მართლა ძლიერ არ შეუყვარდათ.

მე-5 ადგილი: ლომი


ლომი არ ღალატობს, სანამ პარტნიორი მას აქებს და ადიდებს. მაგრამ უარზე არაა, ბევრი ასეთი მაქებარი ჰყავდეს. ამასთან, სექსი როგორც ასეთი მისთვის დიდად მნიშვნელოვანი არაა. მთავარია, ყველამ იცოდეს, რამდენი თაყვანისმცემელი ჰყავს მას.

მე-4 ადგილი:ტყუპები


ტყუპების უმეტესობისთვის ერთგულებას აზრი არ აქვს. მიჩვეულნი არიან წესების უგულებელყოფას, ვერ იტანენ შეზღუდვებს, არ ჰყავთ მუდმივი საყვარლები. ერთფეროვნება ხომ მოსაწყენია.

მე-3 ადგილი:კირჩხიბი


მოულოდნელია, მაგრამ ასეა. თავმდაბალი და მეოჯახე კირჩხიბი ღალატისკენ არის მიდრეკილი. რეგულარულად. ერთი ნაკლი მაინც ხომ უნდა ჰქონდეს!

მე-2 ადგილი: ვერძი


ვერძი მთელი ცხოვრება იდეალს ეძებს და ადრე თუ გვიან პოულობს კიდეც. მაგრამ დრო არ ჩერდება და ვერძი ახალი სრულყოფილების საძიებლად გამოდის.

1-ლი ადგილი: მშვილდოსანი

აი, ყველაზე მოღალატე ნიშანი! სტატისტიკის მიხედვით, მშვილდოსნები ყველაზე ხშირად ქორწინდებიან. მიზეზი კი გახლავთ ის, რომ ერთფეროვნება ბეზრდებათ. აი ასეთი სამწუხარო რეალობაა.