ზოდიაქოს თითოეული ნიშნის სხეულის ყველაზე მიმზიდველი ნაწილი

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის სხეულის ყველაზე მიმზიდველი ნაწილი
აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშანს მსგავსი ხასიათის თვისებების გარდა, ფიზიკური თავისებურებებიც მსგავსი აქვთ. ცოტა ვინმე თუ აქცევს ამას ყურადღებას, ამგრამ ვარსკვლავებს შეუძლიათ მოგვითხრონ იმაზე, თუ სხეულის რომელი ნაწილი აქვს ამა თუ იმ ნიშანს უფრო მიმზიდველი. მაშ ასე!

ვერძი - წარბები

ეს გახლავთ სახის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ფრაგმენტი. მოხერხებულად მართავთ წარბებს ისე, რომ თქვენს ნაცვლად მეტყველებენ. კარგად გამოხატავთ ემოციებს წარბების მეშვეობით და შეუძლებელია, ამას ყურადღება არ მიაქციო!

კურო - ტუჩები

ძალიან გამოკვეთილი ტუჩები გაქვთ, რაც მამაკაცების ყურადღებას ყოველთვის იზიდავს. იმ შემთხვევებზე ხომ საუბარიც ზედმეტია, როდესაც პომადას ისვამთ! თვალს ვერ მოგაშორებთ ვერავინ!

ტყუპები - სახე

სწორედ ის ფერია ხართ, რომელსაც უყურადღებოდ ვერ დატოვებ! ძალიან ლამაზი სახის კანი გაქვთ და ნებისმიერი დეფექტი შეუმჩნეველი ხდება, რადგან უბრალოდ ლამაზმანი ხართ!

კირჩხიბი - მუცელი


მიუხედავად იმისა, რომ ჭამა გიყვართ, თქვენი სხეული მაინც მიმზიდველი რჩება. მამაკაცებს მოსწონთ თქვენი მუცელი მაშინაც კი, როდესაც ის მოშვებული ხდება. ორსულობა ძალიან გიხდებათ!

ლომი - თმა

ძალიან ლამაზი სახის ფორმა გაქვთ, რომელსაც ნებისმიერი ვარცხნილობა უხდება. ამაშია თქვენი მომგებიანობა! ძალიან მიმზიდველი ხართ გაშლილი თმითაც და შეკრული კუდითაც.

ქალწული - კანი


წარმოუდგენლად ლამაზი კანი გაქვთ, გლუვი, ნაზი და ჯანსაღი. გიხდებათ რუჯიც და სითეთრეც. იშვიათად გაქვთ გამონაყარი და ნაოჭები. ნამდვილი გამართლებაა!

სასწორი - დუნდულები

გიყვართ სპორტით დაკავება, თუმცა ამის გარეშეც თქქვენი დუნდულები იდეალურ ფორმაშია. ნამდვილად გაქვთ საამაყოდ საქმე!

მორიელი - სხეულის ინტიმური ნაწილები


ნამდვილი მოსიარულე აფროდიზიაკი ხართ. მამაკაცები გიჟდებიან თქვენს თვისებებზე და ინტიმური ადგილების სილამაზეზე.

მშვილდოსანი - ზურგი

გამართული მხრები, ლამაზი ზურგი... ძალიან სექსუალურად გამოიყურებით. გიხდებათ ღია ტანსაცმელი და გამოიყენეთ ეს!

თხის რქა - ფეხები

ჩაიცვით შორტებიდ ა მოკლე კაბები, რადგან თქვენი მოხდენილი ფეხების დაფარვა დანაშაულის ტოლფასია! ქუსლები კი ხაზს გაუსვამს ამ სილამაზეს.

მერწყული - ტერფები

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფეხის ტერფებზე აფანატებენ. მათ აუცილებლად უნდა გაიცნონ მერწყულები! ძალიან გლუვი ფეხის გულები და ტერფის სწორი ფორმა გაქვთ.

თევზები - თვალები

მათში ჩაძირვა შეიძლება! აი, ვისი თვალებია სულის ნამდვილი სარკე! მოხერხებულად იყენებთ ამ იარაღს და ნუსხავთ მამაკაცებს თქვენი მზერით.