როგორ გავუმკლავდეთ უძილობას მარტივი საშუალებებით!

როგორ გავუმკლავდეთ უძილობას მარტივი საშუალებებით!
ტერმინი - უძოლობა აღნიშნავს არა დაავადებას, არამედ რომელიმე დაავადების სიმპტომს ( ნევროზი, გულ - სისხლძარღვთა ზოგიერთი პათოლოგია, თავის ტვინის დაზიანება ). ჯანმრთელ ადამიანებში უძილობა შეიძლება იყოს სტრესის, ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვის შედეგი.

გთავაზობთ 2 რეცეპტს უძილობის სამკურნალოდ:

#1 რეცეპტი
ინგრედიენტები:
  • ბოლოკი - 100 გრ
  • წყალი - 250 მლ
  • თაფლი ( თხელი ) - 30 გრ

მომზადების და გამოყენების წესი:
დავჭრათ ბოლოკი პატარა ნაჭრებად, დავასხათ წყალი, მივიყვანოთ ადუღბამდე და გავაჩეროთ ნელ ცეცხლზე 15 წთ, გავაციოთ და გავწუროთ. მიღებული ნახარში გავანაწილოთ პატარა პორციებად და მივიღოთ 3 - ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი - 3 - 4 კვირა.

#2 რეცეპტი
ინგრედიენტები:
  • ბოლოკის წვენი - 80 მლ
  • თალგამის წვენი - 80 მლ
  • ცაცხვის თაფლი - 30 გრ

მომზადების და გამოყენების წესი:
წვენებს დავუმატოთ თაფლი და კარგად ავურიოთ. მივიღოთ ღამით. მკურნალობის კურსი - 1 თვე.
სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი