საუკეთესო საშუალება ხველის წინააღმდეგ! ამის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ!

საუკეთესო საშუალება ხველის წინააღმდეგ! ამის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ!
ამ კამფეტების დამზადება ძალიან ადვილია. ამასთან ძალიან ეფექტური და უსაფრთხო, რადგან 100%-ით ნატურალური ინგრედიენტებისგან შედგება. მისი მეშვეობით ჩაიტარებთ ხველის პროფილაქტიკას, გაიუმჯობესებთ იმუნურ სისტემას.

საჭირო მასალა:
  • 1 ძირი ჯანჯაფილი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • ½ ლიმონი
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • შაქრის პუდრი

მომზადების წესი:

  1. გაასუფთავეთ ჯანჯაფილი, დაჭერით და გახეხეთ.
  2. მოათავსეთ ქვაბში, დაამატეთ წყალი, შაქარი, თაფლი და ლიმონის წვენი.
  3. აადუღეთ, შემდეგ გააცივეთ. უნდა მიიღოთ სქელი მასა.
  4. ჩაის კოვზით აიღეთ ცოტაოდენი მიღებული მასა და მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდზე. მოაყარეთ შაქრის პუდრი და როდესაც ბოლომდე გაცივდება, მოათავსეთ შუშის ქილაში.

მიიღეთ გაცივების, გრიპისა და ხველის დროს, ან უბრალოდ პრევენციის მიზნით.

იხილეთ ვიდეო: