მორწყეთ მცენარეები ამ საშუალებით და გიჟური ყვავილობა, მდიდარი მოსავალი გარანტირებული გაქვთ!

მორწყეთ მცენარეები ამ საშუალებით და გიჟური ყვავილობა, მდიდარი მოსავალი გარანტირებული გაქვთ!
ზამთარი დასასრულს მიუახლოვდა, გაზაფხული სულ მალე შემოგვიღებს კარს და მებაღეებისთვის დადგება ყველაზე ცხელი პერიოდი სამუშაოდ. დადგება დრო თესვისთვის და იქიდან გამომდინარე როგორი ძლიერი და გამძლეც ინქება დაავადებებისადმი თქვენი ნათესები, ისეთივე იქნება მოსავალიც...

FPAPARAZZI-ს რედაქცია სიხარული გიზიარებთ არცთუ ჩვეულებრივ, მაგრამ ძალიან მოქმედ საშუალებას პომიდვრისა და წიწაკის ნერგების საკვებად.
ნერგების კვება
თქვენ ალბად ყველამ იცით თუ რა სარგებლობა მოაქვს საფუარს ნერგებისათვის, ისინი ჯადოსნური ხერხით გადაახარისხებენ მიწის შემადგენლობას, ამდიდრებენ მას აზოტით და კალიუმით. მრავალმა მებაღემ აღნიშნა, რომ მცენარეები რომლებიც წყალში გახსნილი საფუარით მორწყეს ბევრად უფრო ძლიერები იზრდებიან და შესაბამისად მდიდარ მოსავალსაც იძლევიან.

ჩვენ თქვენთვის სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს:თუკი მცენარეებს ცოცხალი ლუდით მორწყავთ, ისინი ბევრად უფრო ძლიერები იქნებიან, უფრო მეტად გაუძლებენ დაავადებებს და უფრო მარტივად გაუძლებენ გადარგვასაც!


ინგრედიენტები:
  • 1 ლიტრი ლუდი
  • 10 ლიტრი დაყენებული წყალი.


მომზადების და გამოყენების წესი:
  1. ვედროში დაყენებული წყალით ჩაასხით ლუდი.
  2. მიღებული ნარევით მორწყეთ ნერგები, ხსნარი უშუალოდ ფესვებზე უნდა დაასხათ, მას შემდეგ რაც პირველი ყვავილი გაუჩნდება.


ლუდის ხსნარი ითვლება ნაზ მაგრამ ძალიან ეფექტურ ბიოსტიმულატორად: ნერგი წარმატებით კრეფს მცენარეული მასის ზრდის ტემპს, არასაკმარისი განათების პირობებშიც კი. განვითარებული ფესვოვანი სისტემა და ძლიერი იმუნიტეტი - წარმატების გარანტიას წარმოადგენს. კიდევ ერთხელ ავღნიშნოთ, რომ ლუდი უნდა იყოს ნატურალური, ცოცხალი.
სხვათაშორის, თებერვლის დასაწყისში მე ამ ხსნარით ოთახის მცენარეების მორწყვა ვცადე (გადავწყვიტე ნაადრევად "გამეღვიძებინა" ჩემი საყვარელი მცენარეები) - განსხვავება უმალვე გახდა თვალნათელი და თუ ასე გააგრძელეს გადარეული ყვავილობა გარანტირებული მაქვს!

თქვენ შეგიძლიათ დარწმუნდეთ ამ ნაზავის მოქმედების სიძლიერეში, თუ ნერგების მაგალითად მესამედს მორწყავთ. შემდეგ კი საშუალება მოგეცემათ შეადაროთ შედეგი. გაუზიარეთ ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებს, ასევე მოგვიყევით თქვენი გამოცდილების შესახებ კომენტარებში.