საოცრად მარტივი და ეფექტური საშუალება სკლეროზის სამკურნალოდ!

საოცრად მარტივი და ეფექტური საშუალება სკლეროზის სამკურნალოდ!
გთავაზობთ სკლეროზის სამკურნალო ხალხურ რეცეპტს, რომლის მიღების შემდეგაც მეხსიერება საგრძნობლად გაგმიუმჯობესდებათ და მომავალშიც თავს დაიცავთ სკლეროზისგან.

რეცეპტისთვის დაგვჭირდება:
  • ხახვი
  • ნატურალური თაფლი

მომზადების და გამოყენების წესი:
პლასტმასის სახეხზე გახეხეთ იმდენი ხახვი, რომ ერთი ჭიქა წვენი გამოწუროთ. დაუმატეთ ნატურალური თაფლი, სასიამოვნო გემო რომ ჰქონდეს და მიიღეთ 1 ს/კ დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. მკურნალობის კურსი ორი თვეა. შემდეგ ცოტა ხნით შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.

ექიმის კომენტარი:
ხახვი და თაფლი არაერთხელ მოხვდა "კარაბადინის" რეცეპტებში. ამ ორ, მართლაც გასაოცარი თვისებების მქონე პროდუქტს მრავალმხრივი სამედიცინო ეფექტი ახასიათებს. მათი კომბინირებული ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული, ქსოვილთა რეგენერაციული თვისებები დადებითად მოქმედებს სისხლძარღვების კედელზე. სისხლძარღვთა სიჯანსაღე და ორგანიზმის დაბერების და სკლეროზული პროცესების განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორია.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი