სიროფი, რომელიც გვიუმჯობესებს მხედველობას, მეხსიერებას, სმენას და გვეხმარება ცხიმის დაწვაში

სიროფი, რომელიც გვიუმჯობესებს მხედველობას, მეხსიერებას, სმენას და გვეხმარება ცხიმის დაწვაში
ბოლოკი - ნაყოფი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც წესი, ამ პროდუქტს ნედლ მდგომარეობაში სალათებთან ერთად მიირთმევენ. გარდა მისი არომატისა, ბოლოკს წარმოუდგენლად სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ჯანმრთელობაზე და გვეხმარება უამრავი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ბოლოკი მდიდარია C ვიტამინით, ფოლიუმის მჟავითა და ანტოციანებით, რომლებიც სიმისვნური უჯრედების განადგურებაში გვეხმარება.

ექსპერტების აზრით, ეს ბოსტნეული ძალზედ ეფექტურია მსხვილ ნაწლავთან და თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემების პროფილაქტიკისთვის. სასარგებლო ვიტამინების მაღალი შემცველობის ხარჯზე ბოლოკი არაჩვეულებრივი საშუალებაა კანისა დაავადებების თავიდან ასარიდებლად.

მოცემული ბოსტნეული ასევე არაჩვეულებრივია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დიეტას იცავენ, რადგან ბოლოკი თითქმის საერთოდ არ შეიცავს კალორიებს, ცხიმსა და ქოლესტერინს. ეს ნაყოფი მდიდარია უჯრედისით, რომელიც გვიწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას. მეტიც, ექიმები და დიეტოლოგები გვირჩევენ, რომ მივიღოთ ბოლოკის წვენი რეგულარულად, რათა გავიუმჯობესოთ ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესები.

მოამზადეთ სიროფი ბოლოკისგან

საშუალება, რომელსაც დღეს ჩვენი რედაქცია გთავაზობთ, დაგეხმარებათ მეტაბოლიზმისა და ცხიმის წვის პროცესის დაჩქარებაში. გარდა ამისა, ის გაზრდის კუჭში ბინადარი სასარგებლო ბაქტერიების რიცხვს, რაც სასარგებლოდ აისახება მის მუშაობაზე.

სიროფი, რომელიც გვიუმჯობესებს მხედველობას, მეხსიერებას, სმენას და გვეხმარება ცხიმის დაწვაში

ინგრედიენტები:
  • 125 გრამი ბოლოკი;
  • ჯანჯაფილის ფესვის პატარა ნაჭერი;
  • 2 სუფრის კოვზი დარიჩინი;
  • 3 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი;
  • 4 ლიმონი.

მომზადების ინსტრუქცია:

მოათავსეთ ბლენდერში ჯანჯაფილის ფესვი და ბოლოკი, ურიეთ მაღალ სიჩქარეზე 1 წუთის განმავლობაში. მიღებულ ფაფისებრ მასაში ჩაამატეთ ლიმონის ახლგადგამოწურული წვენი, მოცემული რაოდენობით დარიჩინი, თაფლი და კვლავ გადაურიეთ. მიღებული ერთგვაროვანი მასა გადაიტანეთ მინის ქილაში. მიირთვით იმდენი, რამდენიც მოგესურვებათ!

გაიგეთ მეტი ბოლოკის სასარგებლო თვისებების შესახებ ქვემოთ მოცემულ ვიდეოში:



გისურვებთ ჯანმრთელობას!