მარილი, ფქვილი, წყალი... ის ამ ინგრედიენტებისგან ხელოვნების ნიმუშებს ქმნის!

მარილიანი ცომისგან ძერწვა (ტესტოპლასტიკა, ან ბიოკერამიკა) - ხელოვნების ახალი სახეობა არ გახლავთ. საინტერესო საქმიანობა, რომელიც დიდ დანახარჯებს და ცოდნას არ მოითხოვს.
ძერწვის პროცესი მოეწონებათ როგორც დიდებს, ასევე პატარებსაც. რბილი, დამყოლი და აბსოლუტურად უსაფრთხო მასალისგან გამოდის საოცარი ფიგურები!
მარილიანი საძერწი ცომის მომზადება
არსებობს რამდენიმე რეცეპტი. არსობრივად, ყოველი ხელოვანი თავისი მოთხოვნილებების შესაბამის პროპორციებს უმატებს, ზოგი წებოს, ზოგიც სახამებელს და საღებავებს... fpaparazzi გთავაზობთ შემადგენლობას, რომელიც გამოდგება საშუალო ზომის რბილი ნაკეთობებისთვის.
ცომის ინგრედიენტები
მომზადება და ძერწვის ტექნიკა
ჩაყარეთ თასში მარილი და ფქვილი, მოურიეთ. წყლით მოზილეთ მაგარი ცომი. შეუდექით სამუშაოს!
ცომი დაყავით საჭირო ზომის ნაწილებად, გააბრტყელეთ, გამოჭერით ფიგურები... მოკლედ, ჩართეთ ფანტაზია.
მზა ნაწარმი უნდა გამოაშროთ ღუმელში 100-120 გრადუსზე (წინასწარ ნუ გაახურებთ).
გამოშრობის შემდეგ დაამუშავეთ სახეხი ქაღალდით, შემდეგ შეუდექით აკრილის საღებავით მოხატვას.
ლამაზი ნაკეთობა რომ გამოგივიდეთ, იმუშავეთ ცომის მცირე ზომებით, ძირითადი ნაწილი კი კონტეინერში ან ცელოფნის პარკში შეინახეთ.
შეხედეთ ამ მშვენიერ ნამუშევრებს!
ფანტასტიური თევზები...
... და ზღაპრული სპილო!
ცომისგან ძერწვა ბავშვების გასართობია, რომელიც ავითარებს წარმოსახვის უნარს, დიდებისთვის კი თვითგამოხატვის შესანიშნავი საშუალებაა.

- 200 გრ ფქვილი
- 200 გრ მარილი ”ექსტრა”
- 125 მლ გაცივებული წყალი