მილიონობით იაპონელი ყოველდღიურად ჩაის სოკოს მიირთმევს. მიზეზი სასიამოვნოდ გაგაოცებთ!

მილიონობით იაპონელი ყოველდღიურად ჩაის სოკოს მიირთმევს. მიზეზი სასიამოვნოდ გაგაოცებთ!
ჩაის სოკო, რომელსაც ''მედუზის'' ზედმეტსახელით ვიცნობთ, წარმოუდგენლად სასარგებლო პროდუქტია, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით იაპონიაში სარგებლობს. იაპონელი ექიმებისა და მეცნიერების მტკიცებით, ამ პროდუქტს საოცრად სასარგებლო გავლენა აქვს ქალის ფიზიოლოგიაზე. მეტიც, ჩაის სოკო ლამაზი სქესის წარმომადგენლებს დაფეხმძიმებაში ეხმარება.



ჩაის სოკოს თვისებები

ეს უნიკალური პროდუქტი მდიდარია ძმარმჟვითა და რძემჟავით. სასარგებლო ფერმენტები, რომელთაც დიდი რაოდენობით შეიცავს ჩაის სოკო, გვეხმარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების განკურნებაში.

ჩაის სოკოს მიღება განსაკუთრებით სასარგებლო და ეფექტურია ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ. როგორც ცნობილია, ანტიბიოტიკები ანადგურებს მსხვილი ნაწლავის სასარგებლო მიკროფლორას, ხოლო ჩაის სოკო - მყისიერად აღადგენს მას.

თუ თქვენ ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებებისგან, ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევისგან, გაცხიმოვნებისგან, ჭარბი წონისგან ან ჰორმონალური დისბალანსისგან იტანჯებით, აუცილებლად მიიღეთ ეს საოცრად სასარგებლო პროდუქტი! ჩაის სოკო შეგიწყობთ ხელს წონის დაკლებაში, რადგანის აუმჯობესებს კუჭის ფუნქციონირებას, რასაც გადამწყვეტი როლი ენიჭება ზედმეტი კილოგრამების მოშორების დროს. გარდა ამისა, ნაყენი, რომლის შესახებაც დღეს დეტალურად მოგითხრობთ, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ეფექტურად უმკლავდება თავის ქრონიკულ ტკივილებს.


როგორ გავზარდოთ ჩაის სოკო?

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 1 ლიტრიანი სუფთა ქილა;
  • 5 სუფრის კოვზი შავი ჩაი;
  • 0,5 ლ მდუღარე წყალი;
  • 7 ს.კ შაქარი;
  • მარლა.

მომზადების ინსტრუქცია:

  1. აადუღეთ ჩაი მოცემული რაოდენობით წყლისა და შავი ჩაის გამოყენებით. მდუღარე ჩაის მიეცით მცირეოდენი დრო გასაგრილებლად და შემდეგ ჩაამატეთ მასში 7 სუფრის კოვზი შაქარი. კარგად მოურიეთ.

  2. გარეცხეთ ქილა, რომელშიც ჩაის სოკოს გაზრდას გეგმავთ. თქვენ მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ ქილაში ბინადარი მავნე მიკოორგანიზმების განადგურებას.

  3. ახლა კი ჩაის ნახარშის გაფილტვრის დროა. რამდენიმე ფენად გადაკეცილი მარლის გამოყენებით ჩაწურეთ ჩაის ნახარში 1 ლიტრიან კარგად გარეცხილ ქილაში. შემოახვიეთ ქილას ახალი, სუფთა მარლა და შინახეთ ის ბნელ ადგილას. რამდენიმე კვირის შემდეგ სითხეს ძმრის სუნი აუვა. შემდეგ ის გაქრება და ზედაპირზე თხელ აპკს გაიკეთებს – ეს ჩაის სოკოა. ამოიღეთ ფრთხილად ჩაის სოკო და შეინახეთ ის 3 ლიტრიან ქილაში, რომელიც თითქმის ბოლომდე სავსეა მსუბუქი ჩაით. ნაყენი მზად არის! რაც უფრო დიდხანს დააყოვნებთ მას, მით უფრო სასარგებლო გავლენა ექნება ამ პროდუქტს თქვენს ორგანიზმზე. როდესაც შეამჩნევთ, რომ სითხე გელევათ, შეავსეთ ის ახალი მსუბუქი ჩაით.


ვიდეო დეტალური ინსტრუქციით:



ჩაის სოკოს ნაყენის რეგულარულად მიღებით (ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ ან 4-ჯერ) თქვენ შძლებთ ჰიპერტონიის დამარცხებასა და სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონის შემცირებას. ამ ნაყენის მიღება რეკომენდირებულია დაძინების წინ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ათეროსკლეროზისგან იტანჯებიან. თუ თქვენ ანემიისგან იტანჯებით, მიირთვით 1 ჭიქა ნაყენი სადილობამდე რამდენიმე წუთით ადრე.

ჩაის სოკოს ნაყენის მიღება უკუჩვენებითია ადამიანებისთვის, რომლებიც დიაბეტისგან, გასტრიტისგან და დაბალი არტერიული წნევისგან იტანჯებიან.