არასდროს მიირთვათ ეს 7 პროდუქტი სახსრების ტკივილის დროს. ისინი ანთებას პროვოცირებს

არასდროს მიირთვათ ეს 7 პროდუქტი სახსრების ტკივილის დროს. ისინი ანთებას პროვოცირებს
თუ თქვენ გსურთ სახსრების ტკივილის დამარცხება, აუცილებლად გამორიცხეთ კვების რაციონიდან ეს 7 პროდუქტი.

სამწუხაროდ, სახსრების ტკივილი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც უამრავი ადამიანი კარგად იცნობს. მუდმივად ტკივილისა და დისკომფორტის განცდა, მოძრაობის შეზღუდვა, ცხოვრების ხარისხის დაქვეითება - რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი საშინელება? გარდა ამისა, ამ უსიამოვნო მოვლენას უშუალო გავლენა აქვს პაციენტის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. სახსრების ტკივილი შეიძლება განაპირობოს წარსულში მიღებულმა ტრავმებმა, პოდაგრამ, ფიბრომიალგიამ და ა.შ.

სახსრებთან დაკავშირებული პრობლემებისას მდგომარეობა შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს და გამწვავდეს, თუ კვების რაციონიდან გარკვეულ პროდუქტებს არ გამოვრიცხავთ. დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია სწორედ ამ პროდუქტებზე გიამბობთ.

თუ გსურთ შეიმსუბუქოთ მდგომარეობა და დააჩქაროთ მკურნალობის პროცესი, თქვით უარი შემდეგ პროდუქტებზე:

1. შაქარი და ადვილად ათვისებადი ნახშირწყლები

თქვით უარი რაფინირებულ შაქარზე, რადგან ის სტიმულირებს ანთებითი პროცესების გამომწვევი ფაქტორების, ეგრედწოდებული ციტოკინების გამოთავისუფლებას. დაივიწყეთ გაზირებული უალკოჰოლო სასმელები, კანფეტები, ფუნთუშები და ა.შ. გარდა ამისა, რეკომენდირებულია უარის თქმა თეთრი ფქვილისგან დამზადებულ პროდუქტებზე. ეს პროდუქტები განაპირობებს სხეულის მასის ზრდას, რის შედეგადაც იზრდება დატვირთვა ჩვენს სახსრებზე.


2. წითელი ხორცი და გადამუშავებული ხორცის პროდუქტები (ბეკონი, ვიჩინა, სოსისი, ძეხვები და ა.შ.)

ხორცის ეს სახეობები შეიცავს დიდი რაოდენობით პურინებსა და ნიტრატებს, რომელთაც უარყოფითი გავლენა აქვს ჩვენს სახსრებზე. გარდა ამისა, მეცნიერულად დამტკიცებულია ფაქტი, რომ წითელი ხორცი და გადამუშვებული ხორცპროდუქტები სტიმულირებს ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლებას.

3. ქარხნული რძე

მოუხდელი რძე, რომელსაც საკმაოდ ხშირად ვიღებთ, სტიმულირებს ორგანიზმში ანთებითი პროცესების განვითარებას.

4. სიმინდის ზეთი

ზეთის ეს სახეობა მდიდარია ომეგა 6-ის ცხიმოვანი მჟვებით, რომლებიც მონაწილეობას იღებს ანთებით რეაქციებში. რეკომენდირებულია სიმინდის ზეთის ჩანაცვლება ზეითუნის, სელის, გოგრის ან არაქისის ზეთით.

5. ლუდი

უამრავი ადამიანისთვის საყვარელი ეს სასმელი მდიდარია პურინებით, რომლებიც ორგანიზმში შარდმჟავად გარდაიქმნება. ჭარბი რაოდენობით შარდმჟავას დაგროვებას მივყავართ პოდაგრის განვითარებამდე. გარდა ყოველივე ამისა, ლუდი განაპირობებს წონის მატებას, რის შედეგადაც იზრდება დატვირთვა ჩვენს სახსრებზე.

6. მარილი

მაღაზიაში შეძენილი პროდუქტების, განსაკუთრებით კი კონსერვანტების უმრავლესობა შეიცავს ჭარბი რაოდენობით მარილს. ამ პროდუქტების მიღების შედეგად ჩვენს ორგანიზმში ირღვევა სითხისა და მარილების ბალანსი, რაც უარყოფითად აისახება სახსრების ჯანმრთელობაზე.

7. ნატრიუმის გლუტამატი

ნატრიუმის გლუტამატი - ფართოდ გამოყენებული დანამატი სხვადასხვა პროდუქტების გემოსა და ფერის გასაუმჯობესებლად. ეს ნივთიერება განაპირობებს ორგანიზმში ანთებითი პროცესების გამწვავებას, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი სახსრების მდგომარეობაზე. ყოველთვის, როდესაც მაღაზიაში რაიმე პროდუქტს შეიძენთ, დააკვირდით მის შეფუთვას და გულდასმით წაიკითხეთ მისი შედგენილობა.

თუ თქვენ სახსრების ტკივილისგან იტანჯებით და გსურთ პრობლემის გადაჭრა, აუცილებლად თქვით უარი ზემოთ მოცემულ 7 პროდუქტზე. ასე თქვენ რამდენჯერმე დააჩქარებთ მკურნალობის პროცესს.

გიმნასტიკა სახსრების გასაჯანსაღებლად: