სუპერ ეფექტური ჟელატინის კრემი - ის ასწორებს ნაოჭებს, არბილებს და ათეთრებს კანს.

სუპერ ეფექტური ჟელატინის კრემი - ის ასწორებს ნაოჭებს, არბილებს  და ათეთრებს კანს.
ჟელატინი, როგორც გაირკვა, დადებითად მოქმედებს კანის ცილოვან და ამინომჟავურ ცვლაზე. ჟელატინი ასწორებს წვრილ ნაოჭებს, არბილებს და ათეთრებს კანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი

ინგრედიენტები:
  • 1 ჩ/კ - ჟელატინი
  • 100 მლ - წყალი
  • 3 ს/კ - თაფლი
  • 0,5 ჭ გლიცერინი
  • 1 გრ დანის წვერით სალიცილის მჟავა

მომზადების და გამოყენების წესი:
ეს ინგრედიენტები კარგად აურიეთ ერთმანეთში. ნაზავიანი ჭურჭელი ჩადგით ცხელ წყალში და მანამდე ურიეთ, ვიდრე მასა ერთგვაროვანი არ გახდება.
გადმოდგით წყლიდან და გააცივეთ, თან მუდმივად ურიეთ, ვიდრე ჟელირებულ კრემს არ მიიღებთ. კრემი ყოველდღიურად ისვით სახეზე დაძინებამდე 2 საათით ადრე, გაიჩერეთ 20 წუთით. კრემის ნარჩენები, რასაც კანი არ შეიწოვს, ქაღალდის ხელსახოცით მოიწმინდეთ.
მიღებული კრემი 1 თვე გეყოფათ. შეინახეთ მაცივრის ზედა თაროზე. საერთო მასიდან ამოიღეთ იმდენი კრემი, რაც ერთ წასმაზე გეყოფათ. აცალეთ ცოტაოდენ შეთბეს და წაისვით სახეზე.
სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველსათვის