უძლიერესი ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც ანტიკანცეროგენული თვისებებით გამოირჩევა.

უძლიერესი ბუნებრივი ანტიბიოტიკი, რომელიც ანტიკანცეროგენული თვისებებით გამოირჩევა.
უკვე მრავალი ასწლეულია, რაც კაცობრიობას თაფლის სასარგებლო თვისებების შესახებ ცნობები მოეპოვება. იგივე შეგვიძლია ვთქვათ კუკრუმაზეც, თუმცა მან, თაფლისგან განსხვავებით, პოპულარობა უკანასკნელ წლებში მოიპოვა. რა მოხდება, თუ ამ ორ სასარგებლო ინგრედიენტს გავაერთიანებთ? ჩვენ მივიღებთ საოცრად მძლავრ სამკურნალო საშუალებას, რომელიც მრავალი სერიოზული დაავადების დამარცხებაში და მათ თავიდან არიდებაში გვეხმარება.

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ე.წ. ''ოქროს ნარევის'' დამზადების რეცეპტს, რომელიც სააფთიაქო პრეპარატებზე უკეთესია იმუნიტეტის გასაძლიერებლად, თანაც მისთვის გვერდითი მოვლენები არ არის დამახასიათებელი.

კურკუმისა და თაფლის ნარევი - საოცრად ეფექტური საშუალება ანთებითი და ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს ნარევი ზრდის ორგანიზმის თავდაცვით ძალებს და ის გვიცავს არა მხოლოდ ინფექციური და ბაქტერიული დაავადებებისგან, არამედ კიბოს სხვადასხვა სახეობებისგანაც კი.



მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:

  • 100 გრამი თაფლი;
  • 1 ს.კ. კურკუმა;
  • 1 მწიკვი შავი წიწაკა;
  • 2 ს.კ. ვაშლის ძმარი;
  • 1 ჩ.კ. ლიმონის ცედრა.

მომზადების წესი:

შეურიეთ ერთმანეთში მოცემული რაოდენობით კურკუმა, ვაშლის ძმარი და წიწაკა. წარმოქმნილ პასტისებრ მასაში ჩაამატეთ 1 ჩ.კ. ლიმონის გახეხილი ან დაფქული ცედრა და 100 გრამი თაფლი. კარგად გადაურიეთ.

მიღებული ნარევი აუცილებლად უნდა მოათავსოთ მინის ქილაში, რომელსაც ჰერმეტულად, მჭიდროდ ეფარება თავსახური და შეინახოთ მაცივარში შემდეგი გამოყენებისთვის.



მიღების წესი:

გაციებითი დაავადებების, სეზონური ალერგიებისა და ანტიკანცეროგენული ეფექტისთვის აუცილებელია ''ოქროს ნარევის'' მირთმევა ყოველ დილით 1 ს.კ. ოდენობით, ჭამამდე 15 წუთით ადრე. ეს ნარევი არ უნდა დაღეჭოთ და არც პირდაპირ გადაყლაპოთ. დაიდეთ ის ენაზე და მოითმინეთ იქამდე, სანამ ის თავად არ დადნება.

იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს სასარგებლო ინფორმაცია. ჩვენი რედაქცია გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!