ორგანიზმის სრული დეტოქსიკაცია 3 დღეში უგემრიელესი სასმელით. დიახ, ეს შესაძლებელია!

ორგანიზმის სრული დეტოქსიკაცია 3 დღეში უგემრიელესი სასმელით. დიახ, ეს შესაძლებელია!
ჩვენი ორგანიზმის თითოეული ორგანო ერთმანეთთანაა დაკავშირებული და მუშაობს, როგორც ერთი მთლიანი სისტემა. თითოეულ ორგანოს გააჩნია გაწმენდის ავტომატური მექანიზმი, თუმცა ცხოვრების თანამედროვე სტილის, არაჯანსაღი საკვებისა და მავნე ჩვევების შედეგად ეს მექანიზმი მხოლოდ ნაწილობრივ ან საერთოდ ვერ ართმევს თავს საკუთარ ფუნქციას.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას ენიჭება. სწორედ კუჭ-ნაწლავის ტრაქტი რეაგირებს პირველი ორგანიზმში ტოქსინების დაგროვების დროს.

ჭარბი რაოდენობით ტოქსინების დაგროვება უარყოფითად ისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. თუ ჩვენ დროულად არ ვიზრუნებთ პრობლემის გადაჭრაზე, დროთა განმავლობაში ის გამწვავდება და შეიძენს უფრო მასშტაბურ ფორმებს, რამაც შეიძლება სერიოზული დაავადებების განვითარებას მისცეს დასაბამი.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ძალზედ მნიშვნელოვანია რეგულარულად ორგანიზმის დეტოქსიკაციის პროცედურების ჩატარება. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე მარტივი, იაფი და 100%-ით ნატურალური საშუალება, რომელიც ძალზედ ეფექტურად ართმევს თავს ამ დავალებას. დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია სწორედ ერთ-ერთი ასეთ საუკეთესო საშუალებას გთავაზობთ.

მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:
  • 1 ვაშლი;
  • 1 სუფრის კოვზი სელის თესლი;
  • 1 სუფრის კოვზი ჩიას თესლი;
  • 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი;
  • 1 ჭიქა წყალი.

მომზადება:

თითოეული ინგრედიენტი, გარდა ჩიას თესლისა, მოათავსეთ ბლენდერში და მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა. მიღებული მასა გადაიტანეთ მინის ქილაში ან ბოთლში და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაამატეთ ნარევში 1 სუფრის კოვზი ჩიას თესლი.

რამდენიმე წუთის განმავლობაში კარგად ანჯღრიეთ ბოთლი. თქვენ უნდა შეამჩნიოთ, თუ როგორ ფუვდება ჩიას მარცვლები.

მიღების წესი:

მიირთვით ეს საშუალება დილით მშიერ კუჭზე. ინგრედიენტების მოცემული რაოდენობა გათვლილია ერთ ულუფაზე. ახალი ულუფა მეორე დღისთვის უნდა დაამზადოთ წინა ღამეს. 3 დღიანი პროცედურების შემდეგ გააკეთეთ მინიმუმ 1 კვირიანი შესვენება. სურვილისამებრ, შეგიძლიათ გაიმეორეთ კურსი.

გარდა იმისა, რომ ეს საშუალება გაგიწმენდთ მთელ ორგანიზმს დაგროვებული ტოქსინებისგან და წიდებისგან, ის გაგიუმჯობესებთ კანის, ფრჩხილებისა და თმის მდგომარეობას, დაგიჩქარებთ ნივთიერებათა ცვლას, გაგიუმჯობესებთ საჭმლის მონელებას და შეგიწყობთ ხელს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში.

გირუსვებთ ყველაფერს საუკეთესოს.