დეკოლტისა და კისრის ზონაზე ნაოჭები გაგიჩნდათ? გაუმკლავდით მათ 3 იაფი საშუალებით.

დეკოლტისა და კისრის ზონაზე ნაოჭები გაგიჩნდათ? გაუმკლავდით მათ 3 იაფი საშუალებით.
პირველი ნაოჭების გამოჩენა კისრისა და დეკოლტის ზონაზე - ნამდვილი კატასტროფა ლამაზი სქესის თითოეული წარმომადგენლისთვის. ამ უსიამოვნო მოვლენის გამო ქალბატონების საკმაოდ დიდი ნაწილი უარს ამბობს ღრმა დეკოლტიანი მაისურებისა და კაბების ჩაცმაზე. ჩვენ საკმაოდ ხშირად ვცდილობთ ნაოჭებისა დამალვასა და შენიღბვას, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ დროებითია.

როგორ გავაგლუვოთ და შევიმციროთ ნაოჭები

რა თქმა უნდა, ნაოჭების სრულად მოშორება ძალიან რთულია. საბედნიეროდ, არსებობს ნატურალური საშუალებები, რომლებიც კვებავს და ატენიანებს ჩვენს კანს, სტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას და ამ გზით გვეხმარება ნაოჭების გაგლუვებაში. დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე ასეთ საუკეთესო რეცეპტს. ამ იაფი საშუალებების დახმარებით თქვენ აღიდგენთ კანის ელასტიურობას და შეინარჩუნებთ სილამაზეს მრავალი წლით.

ლუდის საფუვრის ნიღაბი

დეკოლტისა და კისრის ზონაზე ნაოჭები გაგიჩნდათ? გაუმკლავდით მათ 3 იაფი საშუალებით.
ინგრედიენტები:
  • 100 გრამი ნატურალური იოგურტი;
  • 1 ს.კ ლუდის საფუარი;
  • 1 ს.კ ხორბლის ჩანასახების ზეთი (იყიდება მწვანე აფთიაქებში კაფსულების სახით).

თითოეული ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა. მიღებული საშუალება წაისვით დეკოლტისა და კისრის ზონაზე. გაიჩერეთ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 3-ჯერ.

ბანანისა და ვარდის ეთერზეთის ნიღაბი



ინგრედიენტები:

  • 1 მწიფე ბანანი;
  • 1 ს.კ ვარდის ეთერზეთი.

მოამზადეთ ფაფისებრი მასა მწიფე ბანანისგან, ჩაამატეთ მასში მოცემული რაოდენობით ვარდის ეთერზეთი და კარგად გადაურიეთ. მიღებული საშუალება წაისვით კისრისა და დეკოლტის ზონეზე. მოითმინეთ 20 წუთი. ჩამოიბანეთ ნიღაბი ცივი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში სამჯერ.

თაფლისა და ავოკადოს ნიღაბი



ინგრედიენტები:

  • 100 გრამი ავოკადოს რბილობი;
  • 1 ს.კ თაფლი.

მოამზადეთ პიურე ავოკადოს რბილობისგან და ჩაამატეთ მასში მოცემული რაოდენობით თაფლი. კარგად გადაურიეთ. მიღებული ერთგვაროვანი მასა წაისვით კისრისა და დეკოლტის ზონაზე წრიული მოძრაობებით. თითების ბალიშებით მსუბუქი მასაჟის გაკეთებიდან 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი ცივი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში სამჯერ.

როგორც უკვე ვახსენეთ, თითოეული ეს საშუალება სტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, გვეხმარება ნაოჭების მოშორებაში, კანის მკვდარი უჯრედების აღდგენა-რეგენერაციაში და მის გაახალგაზრდავებაში. ამოირჩიეთ მოცემული სამი ნიღბიდან თქვენთვის სასურველი და შეუდექით პროცედურებს დღეიდანვე. სასიამოვნო შედეგი რამდენიმე პროცედურის შემდეგ უკვე თვალსაჩინო იქნება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

იზრუნეთ საკუთარ მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს სტატია.