ექსპერიმენტების მოყვარული ადამიანებისთვის: როგორ განვაახლოთ ინტერიერი 5 წუთში!

ექსპერიმენტების მოყვარული ადამიანებისთვის: როგორ განვაახლოთ ინტერიერი 5 წუთში!
კედლის საკუთარი ხელით გაფორმება - შემოქმედებითი და სახალისო პროცესია. გასაკუთრებით, როდესაც ამისათვის უნიკალური და უჩვეულო მეთოდების არჩევა ხდება. ასეთი სახის შემოქმედება დაგეხმარებათ საყოფაცხოვრებო პრობლემების დავიწყებაში და სიხარულის შეგრძნებას დაგიბრუნებთ.

თუ ამ სასიამოვნო წუთებს ბავშვებთან ერთად გაიზიარებთ, ეს აუცილებლად გაგამხნევებთ და დაგიტოვებთ ტკბილ მოგონებებს.
FPAPARAZZI-ს რედაქციამ თქვენთვის შესანიშნავი იდეა მოიძია, როგორ გავხადოთ ინტერიერი უფრო მკვეთრი, ნათელი და ორიგინალური ჩვეულებრივი შპრიცის და საღებავიზ დახმარებით.

კედლის დეკორი საკუთარი ხელით
ამ მეთოდის გამოყენების იდეაში სათავეშიე ჩადებული ჩვეულებრივი სამედიცინო შპრიის გამოყენება, რომლის დახმარებითაც კედელზე ჩემოღვენთილი საღებავის ეფექტი იქმნება.


  1. შეარჩიეთ თქვენთვის მისაღები საღებავის ფერები და მოამზადეთ საღებავიანი ქილები. არ დაივიწყოთ პროცესის დაწუებამდე იატაკზე დამცავი საფარის გადაგარება.



  2. როდესაც ყველაფერს მოამზადებთ აიღეთ შპრიცი ხელში, ამოარჩიეთ საწყისი ფერი და წინ! საღებავის გამოშვება დაიწყეთ იმგვარად, რომ ის ჭერიდან იატაკისკენ მიედინებოდეს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თავდაპირველად ხაზები იდეალურად სწორი გეჩვენებათ, მაგრამ იატაკისკენ ფერადი ზოლები ერთმანეთში იწყებს არევას.




  3. გრძელი ხაზების კონტროლირება შესაძლებელია, შპრიცში საღებავის რაოდენობის გაზრდით ან მოკლებით. რაც უფრო ნაკლებ საღებავს აიღებთ მით უფრო მოკლე იქნება ხაზი კედელზე.




თითქოს და იდეა არაორდინალურია თანაც არც ისე სერიოზულად გამოიყურება. მაგრამ დაფიქრდით რა სახალისო იქნება, ბავშვებთან ერთად - ბავშვების გასართობი ოთახის კედლების გაფორმება!