როგორ დავეხმაროთ ტკბილეულის მოყვარულ პატარას დამოკიდებულების დამარცხებაში?
ბავშვები გიჟდებიან ტკბილეულზე! რა მოვიმოქმედოთ მშობლებმა, როდესაც ჩვენი პატარები წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით შაქარს იღებენ და ეს მავლენბელია მათი ჯანმრთელობისთვის? ყველასთვის კარგად ცნობილი და გამოცდილი პედიატრი, ევგენი კომაროვსკი მოგვითხრობს, თუ როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა მარტივად.
მარცვლეულის საუზმე, ხილის წვენები, ორცხობილები, კანფეტები - თითოეული ეს პროდუქტი, რომლებზეც ჩვენი შვილები გიჟდებიან, ჭარბი რაოდენობით შაქარს შეიცავს. მაგალითად, 1 ქილა ტკბილ უალკოჰოლო სასმელში 9 ჩაის კოვზი შაქარის ფხვნილია.
ასეთი პროდუქტები თქვენ შეგიძლიათ მისცეთ საკუთარ შვილს თვეში მაქსიმუმ 3-ჯერ. არავითარ შემთხვევაში აქციოთ მსგავსი პროდუქტები საკუთარი შვილის ყოველდღიური კვების რაციონის ნაწილად. ასე თქვენ პატარების ჯანმრთელობას უდიდეს საფრთხეს უქმნის!
შაქრის მავნე ზეგავლენა ბავშვის ორგანიზმზე.
დიდი რაოდენობით შაქრის მიღების დროს ჩვენი ორგანიზმი იღებს ჭარბი რაოდოენობით კალორიებს. ყოველივე ეს გვიჩენს მიდრეკილებას გაცხიმოვნებისკენ და სიმსუქნისკენ.
თუ თქვენი შვილი ყოველდღიურად ბევრ ტკბილეულს მიირთმევს, მოზარდობის ასაკში ის წონის მატებისა და გაცხიმოვნების მაღალი რისკის ქვეშ იქნება.
ჭარბი რაოდენობით თავისუფალ შაქარს ჩვენს ორგანიზმში მივყავართ საჭმლის მონელების დარღვევამდე, კბილების დაზიანებამდე, რამდენჯერმე იზრდება შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი და ა.შ.
რითი ჩავანაცვლოთ შაქარი? რამდენიმე რჩევა ევგენი კომაროვსკისგან:
აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რჩევები და გაუფრთხილდით თქვენი პატარების ჯანმრთელობას. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

- მაღაზიაში შეძენილი ტკბილი უალკოჰოლო სასმელების ნაცვლად, მიაღებინეთ ბავშვს სახლში დამზადებული ნატურალური კომპოტები და წყალში გახსნილი მურაბები.
- ჩაანაცვლეთ არაჯანსაღი, ჭარბი რაოდენობით შაქრის შემცველი საუზმე კენკრით, იოგურტით, საბავშვო ბურბუშელით და ა.შ.
- ტორტებისა და ორცხობილების ნაცვლად, გაანებივრეთ ბავშვი უმარილო მიწისთხილით, ხილით და მსგავსი სასარგებლო პროდუქტებით.
- შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარი ფანტაზია და გამოაცხოთ უგემრიელესი ნამცხვარი მასში შაქრის დამატების გარეშე. ჩაანაცვლეთ შაქარი სხვადასხვა ხილის ჩირით, კენკრით და ა.შ.
- იყავით მაგალითი საკუთარი შვილებისთვის! არ მისცეთ მათ თქვენგან მავნე ჩვევების მაგალითად აღების უფლება.