ბებიის რეცეპტი იდეალური კანისთვის. პიგმენტურ ლაქებს საშლელივით აცილებს!

ბებიის რეცეპტი იდეალური კანისთვის. პიგმენტურ ლაქებს საშლელივით აცილებს!
სამწუხაროდ, კანის თანაბარი ფერით ყველა ვერ დაიკვეხნის. ამ ნაკლის დაფარვა ტონალური კრემით შეიძლება, მაგრამ დილიდანვე, სარკეში ჩახედვისას ჯანსაღი კანის ხილვა ვის არ სურს!

დახმარებისთვის შეგიძლიათ კოსმეტოლოგს მიმართოთ, მაგრამ ეს ძვირად ღირებული ფუფუნებაა, ამიტომაც, გამოსავალი ნატურალურ საშუალებებშია, რომლების მომზადებაც შინაურ პირობებში არის შესაძლებელი მინიმალური დანახარჯით.

კანის გაღიავება შინაურ პირობებში

კენკრის წვენი



გამოდგება წითელი ან შავი მოცხარი. 1 მუჭა კენკრისგან გამოწურეთ წვენი, დაასველეთ მარლა და დაიდეთ სახეზე კომპრესი 15 წუთით. შემდეგ დაიბანეთ.

სოდა



1 ჩ.კ. სოდას დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი წყალი. მიღებული პასტა წაისვით პრობლემურ კანზე. გაიჩერეთ ცოტა ხნით, შემდეგ დაიბანეთ.

ლიმონის წვენი



თუ ციტრუსზე ალერგია არ გაქვთ, შეგიძლიათ გაიკეთოთ მათეთრებელი ნიღაბი არაჟნისა და ლიმონისგან. შეურიეთ ინგრედიენტები პროპორციით 1:1, წაისვით სახეზე 15 წუთით, შემდეგ დაიბანეთ.

ნიორი




ნიორი დიდი ოდენობით ეთერზეთებს შეიცავს., რომლებიც შესანიშნავად ათეთრებს კანს და პიგმენტურ ლაქებს. უბრალოდ გაჭერით კბილი ნიორი შუაზე და წაისვით კანზე დღეში რამდენჯერმე.

თუთია და სელენიუმი



პიგმენტური ლაქების წარმოშობა ამ ორი ელემენტის დეფიციტზე მეტყველებს. გაამდიდრეთ რაციონი პროდუქტებით, რომლებიც მათ შეიცავს, მიირთვით შვრიის ფაფა, თხილი, რძე, სიმინდი, თევზი და ზღვისპროდუქტები, ღვიძლი და ქუნჯუთი.