სოდის არამიზნობრივად გამოყენების 12 ხერხი. ყველაზე ბიუჯეტური და უნივერსალური საშუალება!

სოდის არამიზნობრივად გამოყენების 12 ხერხი. ყველაზე ბიუჯეტური და უნივერსალური საშუალება!
საკვები სოდა - უნივერსალური საშუალებაა, რომლის თვისებებზეც ჯერ კიდევ ჩვენი ბებიებისთვის იყო ცნობილი. მას იყენებენ კულინარიაში, სახლის დალაგებისა და თავის მოვლისას.

ეს ნივთიერება გახლავთ მტკიცებულება იმისა, რომ არ არის აუცილებელი ძვირად ღირებულ საშუალებებზე ხარჯოთ თანხები, რადგან ჩვეულებრივი სოდა ბევრ რამეს გაუმკლავდება.

გთავაზობთ 12 სასარგებლო რჩევას სოდის გამოყენებით


კანის დასარბილებლად



სოდა მოაწესრიგებს გაუხეშებულ კანს ხელებზე, იდაყვებზე და მუხლებზე. ამისათვის საჭიროა სოდისა და წყლის პასტის მომზადება პროპორციებით 3:1 და აკურატულად წაისვათ პრობლემურ ადგილებზე.

აბაზანისთვის



სოდას დამარბილებელი თვისებები აქვს. კანი რბილი და გლუვი რომ გახდეს, ჩაყარეთ ცხელ აბაზანაში ნახევარი ჭიქა სოდა. აბაზანის შემდეგ მიიღეთ შხაპი.

ფეხების მოვლა



ფეხების აბაზანა დაგეხმარებათ ფეხის კანის დარბილებასა და ჩაჭედილი ჭუჭყის მოცილებაში. შეურიეთ 2 ჩ.კ. სოდა და 1 ჩ.კ. მარილი, ჩაყარეთ ცხელ წყალში და მოათავსეთ ფეხები.

სახის დაბანა


სოდის სუსტი ხსნარი შესანიშნავად აცილებს კოსმეტიკას და აცილებს მკვდარ უჯრედებს კანიდან.

თმის დაბანა



სოდა შესანიშნავი დამატებაა ჩვეულებრივი შამპუნებისთვის. დაამატეთ ნახევარი ჩ.კ. სოდა შამპუნში, თმიდან მამოდელირებელი საშუალებების ნარჩენების მოსაცილებლად.

სავარცხლისა და ჯაგრისის განახლება



ჩაასხით თასში 1 ლიტრი წყალი და გახსენით 4 ჩ.კ. სოდა. გაავლეთ ხსნარში სავარცხები, შემდეგ გარეცხეთ წყლით და გააშრეთ.

სოდა როგორც მშრალი შამპუნი




სოდა შესანიშნავი ექსპრეს-შამპუნია. თუ თავის დასაბანად დრო არ გაქვთ, მოაყარეთ სავარცხელს სოდა და დაივარცხნეთ თმა.

გამონაყარის შესასუსტებლად




მიიღეთ თბილი აბაზანა, გაიმშრალეთ და წაისვით დაზიანებულ კანზე. გაიჩერეთ რამდენიმე ხნით, შემდეგ დაიბანეთ.

კბილის გათეთრება



კბილის ემალის გათეთრებისთვის კბილის ჯაგრისზე მოაყარეთ ცოტაოდენი სოდა და მარილი, გაიხეხეთ ამ ნარებით კბილები, შემდეგ გამოივლეთ პირის ღრუ. ეს საშუალება არამხოლოდ გაათეთრებს კბილებს, არამედ, გაგათავისუფლებთ უსიამოვნო სუნისგან.

ფრჩხილების მოვლა



მანიკურის წინ კუტიკულის დასარბილებლად, მოუსვით სოდიანი ჯაგრისი ფრჩხილებს.

დამწვრობის გამოწვეული ტკივილების შესამცირებლად

სოდის არამიზნობრივად გამოყენების 12 ხერხი. ყველაზე ბიუჯეტური და უნივერსალური საშუალება!

სოდა დაამშვიდებს და გააცივებს დამწვარ კანს. ამისათვის წაისვით სოდისა და წყლის პასტა, გაიჩერეთ რამდენიმე წუთით, შემდეგ დაიბანეთ.

მწერების ნაკბენი


სოდა სწრაფად მოაშუშებს ნაკბენებს, თუ მას დაზიანებულ ადგილებში წაისვამთ.