კუჭ - ნაწლავის სამკურნალო წამალი, რომელიც იოლი მოსამზადებელი და საკმაოდ ეფექტურია!
კუჭის წყლულოვანი დაავადება დღეს არავის უკვირს. ჩემ გარშემო არ მეგულება ადამიანი, რომელიც წყლულს თუ არა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას მაინც არ უჩიოდეს. სწორედ ასეთ ადამიანებს მინდა ვურჩიო მრავალძარღვასგან დამზადებული წამალი, რომელიც იოლი მოსამზადებელი და საკმაოდ ეფექტურია:
მომზადების წესი:
უნდა მოაგროვოთ მრავალძარღვას ფოთლები, გარეცხოთ ცივ წყალში, გააშროთ, დაასხათ მდუღარე წყალი და მაშინვე ამოიღოთ, დადოთ ვარცლზე, ოდნავ რომ დაიწრიტება, გაატაროთ ხორცსაკეპში და გამოწუროთ.
როდესაც მრავალძარღვა სიცხეშია მოკრეფილი, უფრო სქელი წვენი აქვს, ასე რომ, თუ სქელი და წებოვანი წვენი მიიღეთ, ნუ შეშინდებით, დაასხით საჭირო რაოდენობის ანადუღარი წყალი და კარგად შეანჯღრიეთ. გამოწურული წვენი უნდა ადუღოთ 1 წუთის განმავლობაში.
მიღების წესი:
მიიღეთ დღეში 4 - ჯერ, თითო სადილის კოვზი ჭამამდე 15 - 20 წუთით ადრე.