თითოეული ზოდიაქოს ნიშნის უძლიერესი მხარე

თითოეული ზოდიაქოს ნიშნის უძლიერესი მხარე
ყოველ ადამიანს დაბადებისას ვარსკვლავები განსაკუთრებული სუპერძალით აჯილდოვებენ. გაიგეთ რომელია თქვენი.

ვერძი - ყველაზე ვნებიანი

მათი საოცარი ენერგეტიკა სასიყვარულო მორევში გითრევს. ქარიზმის წყალობით ვერძები ყველას თავს აყვარებენ. გარდა ამისა, ისინი ყველაზე კარგ საყვარლებად მიიჩნევიან.

კურო - დიდი გურმანი

კუროები მიჩვეულნი არიან, მიიღონ ყველაფერი საუკეთესო ცხოვრებაში. ეს ცხოვრების ნებისმიერ სფეროში აისახება - საჭმელში, სიყვარულში, პარტნიორებში და ა.შ.

ტყუპები - ყველაზე ინტელექტუალურები


ტყუპები ცოდნას საუკეთესოდ იყენებენ პრაქტიკაზე. საინფორმაციო ნაკადით არიან გარშემოხვეულნი და თავს გრძნობენ როგორც თევზები წყალში.

კირჩხიბი - ყველაზე ემოციური

იმის გამო, რომ კირჩხიბები საკუთარ თავში იკლავენ გრძნობებს და გამოხატვა არ სჩვევიათ, მათ განდეგილებად მიიჩნევენ. სინამდვილეში ისინი ძალიან მგრძნობიარე და ემოციურები არიან.

ლომი - საკუთარ თავზე შეყვარებული

რა თქმა უნდა, საუკეთესო გაგებით. რადგან ვისაც საკუთარითავი არ უყვარს, ის სხვას ვერ შეიყვარებს. თუ თქვენდამი სიმპატიას გამოხატავს, იცოდეთ, რომ ის გულწრფელია.

ქალწული - ყველაზე ერთგული

ქალწულები პარტნიორს ერთხელ და სამუდამოდ ირჩევენ. და ეს ყველაფერი პედანტურობის გამო ხდება. დიდი ხნის ძიების შემდეგ რჩეულის ერთგული ხდებიან ბოლომდე.

სასწორი - ყველაზე კომუნიკაბელური


სასწორები ექსტრავერტები არიან და ქრონიკულად ვერ იტანენ მარტოობას. საუკეთესო საჩუქარი კი მათთვის დათმობილი დროა.

მორიელი - ყველაზე მზაკვარი

არსებობს გამოთქმა - ღმერთმა არ ქნას, მორიელს აწყენინო. უბრალოდ, როცა მორიელი შურისძიებას იწყებს, ეს საქმე ხელოვნების დონემდე მიჰყავს.

მშვილდოსანი - ყველაზე ლამაზი

შესანიშნავი გარეგნობისა და თავის მოვლის წყალობით მშვილდოსნებმა ყველაზე მშვენიერი ზოდიაქოს ნიშნის წოდება დამსახურებულად მიიღეს.

თხის რქა - ყველაზე მიზანდასახული

თხის რქები მიზნების მისაღწევად სტრატეგიულ გეგმებს ამუშავებს. ამ ნიშნის წარმომადგენლები ყველა დროის საუკეთესო მხედართმთავრები და სახელმწიფო მმართველები იყვნენ.

მერწყული - ყველაზე გენიალური


მერწყული დევიზია: სიზარმაცე პროგრესის მამოძრავებელია. თუ მათი ყურადღება რაიმემ მიიპყრო, ყველაფერს გააკეთებენ მის სრულყოფილების მოსაყვანად, გასამარტივებლად ან შესაცვლელად. ეს გახლავთ ყველაზე გენიალური და შემოქმედებითი ადამიანები.

თევზები - ყველაზე ძლიერები

და ნუ გაგიკვირდებათ. სენტიმენტალურობის მიუხედავად, თევზებს შეუძლიათ დაელოდონ შესაფერის დროს და იმუშავონ შედეგის მისაღწევად და ყველაფერი შესანიშნავად გამოსდით.