ვინ არის ყველაზე დიდი ეგოისტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ვინ არის ყველაზე დიდი ეგოისტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ყოველი ჩვენგანისთვის ნაცნობია ეგოიზმი, რადგან ეს გრძნობა ჩვენში ბუნებისგანაა ჩადებული. მაგრამ ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშანი უფრო მიდრეკილია ეგოისტური გამოვლინებებისადმი, იმ დროს, როცა დანარჩენებს საერთოდ არ ახასიათებთ ეს უსიამოვნო თვისება.

ვერძი

ვერძები - ეგოიზმის მეფეები არიან, რადგან ყველაფერში თავის ინტერესს ეძებენ. მაგრამ მათი ეგოიზმი ბოროტი არ არის, ისინი ამ გრძნობას იმიტომ ავლენენ, რომ მუდამ სასურველის მიღწევა სურთ. მათთვის პირველ რიგში მიზნები და საკუთარი აზრი არსებობს.

კურო

თავის თავზე შეყვარებულები - კი, ეგოისტურები - არა. თუმცა, საკუთარ ინტერესებს პატარა დოზით მაინც ხედავენ ყველაფერში. როგორც წესი, მათი ეგოიზმი ნორმის ფარგლებში ჯდება და არ უშლით ხელს სხვებთან ურთიერთობაში.

ტყუპები


ტყუპები ძალიან თავდაჯერებულები არიან, მაგრამ არა ეგოისტები. ფიქრობენ, რომ იციან ყველაფერი დედამიწის ზურგზე, თუმცა ხშირად ეს მათი იმიჯის როლია და მეტი არაფერი.

კირჩხიბი

კირჩხიბებისთვის სხვა ადამიანების განწყობა არ არსებობს. თუ თავად კარგად გრძნობენ თავს - ყველაფერი კარგადაა, მაგრამ თუ ცუდად არიან, მათთან ერთად ყველა ცუდად უნდა იყოს. ეგოიზმის საუკეთესო გამოვლინება არ არის, მაგრამ უარესიც არა.

ლომი


თანდაყოლილი ეგოისტი. მისი ეგო უსასრულობამდეა გაბერილი. ლომები მიიჩნევენ, რომ ყველაზე შეუდარებელი, ყველაზე ჭკვიანი და ბრძენები არიან. ხშირად, ეს სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს თვისებები ლიმის მიერ გაზვიადებულია.

ქალწული

ქალწული - ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ტიპია, რადგან ეს ადამიანებინ სხვებზე უკეთ ხედავენ გვერდიდან საკუთარ თავს და ემოციებს აკონტროლებენ.

სასწორი

სასწორებს პირადი სივრცე და დრო უყვართ, სხვა ადამიანების გეგმები არ აინტერესებთ. მიიჩნევენ, რომ ყველას მათთვის უნდა ჰქონდეს დრო გამოყოფილი, როცა დახმარება სჭირდებათ.

მორიელი


საშინელი ეგოისტები, რომლებიც ამ თვისებით ვერძებსაც კი ჯაბნიან. მიიჩნევენ, რომ ამ სამყაროში ყველაფერი მხოლოდ მათ ეკუთვნით, მათ შორის, გარშემომყოფების დრო, მათი სიყვარული და ყურადღებაც.

მშვილდოსანი

ძალიან უსიამოვნო ეგოისტია, რადგან უყვარს თავის გარეკლამება და დეტალების შელამაზება. მშვილდოსნები ხშირად სხვის გამარჯვებებს საკუთარ თავზე მიიწერენ, აი დასახმარებლად კი არ მიიჩქარიან.

თხის რქა

თუ თხის რქამ მიზანი დაისახა - აუცილებლად მიაღწევს. მისთვის მხოლოდ პირადი მიზნები და ინტერესები არსებობს. ეს ეგოიზმი სასარგებლოა მიღწევების მხრივ, მაგრამ არა ურთიერთობებში.

მერწყული

მერწყული ტყუპებს ჰგავს - გულწრფელად სწამს, რომ ყოველთვის მართალია. ეს ერთი მხრივ არ არის სიმართლეს მოკლებული, რადგან მერწყული ჭკვიანი და ერუდირებულია, მაგრამ კამათის დროს, უმჯობესია სხვების მიმართ მეტი პატივისცემა გამოიჩინონ.

თევზები

თევზები მგრძნობიარე და ემოციურები არიან, ამიტომ ეგოიზმს სიყვარულში ავლენენ. უყვართ ყურადღება, ცდილობენ ადამიანების მზერა მათკენ მიმართონ. თუმცა, თევზების ეგოიზმი პარტნიორების მიმართ მათი დიდი საპასუხო სიყვარულით გამოისყიდება.