13 სასარგებლო რჩევა, რომლების გამოყენებითაც თქვენი კერძები უფრო იდეალური გახდება!

კერძების მომზადება თითქმის ყველა ქალს ეხერხება, თითოეულს აქვს თავისი განსაკუთრებული რეცეპტი, რომლითაც ახლობლებს ახარებს. მაგრამ რაიმე ახლის გაგება ყოველთვის შეიძლება! გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ სამზარეულოში და თქვენს კერძებს კიდევ უფრო გემრიელს გახდის.
1. ცომეული კიდევ უფრო მადისაღმძვრელად შებრაწული გახდება, თუ ცომში ცოტაოდენ დაყენებულ შავ ჩაის დაუმატებთ.

2. თუ მთლიან პიცას ვერ მოერიეთ და რამდენიმე ნაჭერი დაგრჩათ, მიკროტალღური ღუმელის ნაცვლად, გააცხელეთ ტაფაზე და დააფარეთ ფოლგა, რომელსაც რამდენიმე ნახვრეტი ექნება ჰაერისთვის.
3. მანანის ფაფამ პატარა ბურთულები რომ არ გაიკეთოს, მოხარშვამდე ბურღული მოხალეთ ტაფაზე.
4. ყავა რომ უფრო გემრიელი გამოვიდეს, მოხარშვისას დაამატეთ ცოტაოდენი კარაქი.

5. ხახვი და სტაფილო უფრო სწრაფად მოიხრაკება, თუ მომზადებამდე ცოტაოდენ შაქარს მოაყრით.
6. დაგავიწყდათ მაიონეზის შეძენა? შეგიძლიათ თავად დაამზადოთ მარტივად: დაამატეთ არაჯანში ათქვეფილი კვერცხის გული და 1 ჩ.კ. მდოგვი. მზადაა!

7. მაკარონი ან ბრინჯი ერთმანეთს არ მიეკრობა, თუ ხარშვისას ცოტაოდენ ზეთს დაუმატებთ.
8. შებრაწული ხორცისთვის, შეწვამდე წაუსვით ცოტაოდენი თაფლი ან ბროწეულის წვენი.

9. თუ გეჩვენებათ, რომ ხორცი მაგარია, ქვაბში ბანანის ქერქი დაუმატეთ - იგი გაცილებით ნაზი გახდება.
10. პანირების ორცხობილის ნაცვლად სცადეთ დაფქული თხილი. ჩვეული კერძები სულ სხვა, საინტერესო გემოს მიიღებს.

11. თუ ვახშმის შემდეგ ცოტაოდენი ღვინო დაგრჩათ, ჩაასხით ყინულის ფორმებში და გაყინეთ. ღვინის კუბები გამოგადგებათ კერძების მოსამზადებლად.

12. შემწვარი ბადრიჯანი ნაკლებ ზეთს შეიწოვს, თუ შეწვამდე ცოტა ხნით აირღუმელში გამოაცხობთ.
13. ხორცის ბუიონი უფრო გემრიელი რომ გამოვიდეს, ხორცი ცივ წყალში მოათავსეთ და ისე მოხარშეთ. თუ მხოლოდ ბოსტნეულს ხარშავთ - მაშინ ცხელ წყალში.