2 კომპონენტიანი იაფი საშუალება ტილებს მთლიანად გაანადგურებს. არანაირი ქიმია!

2 კომპონენტიანი იაფი საშუალება ტილებს მთლიანად გაანადგურებს. არანაირი ქიმია!
თითოეული მშობელი მაქსიმალურად ცდილობს, დაიცვას საკუთარი პატარა ტილებისგან. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენი პატარა ამბობს, რომ მას თავი ექავება, პანიკაში ვვარდებით.

ტილების გაჩენა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა ბავშვებში. სამწუხაროდ, მათი მოშორება საკმაოდ რთულია. ეს მცირე ზომის ექტოპარაზიტები ჩვენი სისხლით იკვებებიან, ძალიან სწრაფად მრავლდებიან და ადვილად გადაედებიან ერთი ადამიანიდან მეორეს.

რა თქმა უნდა, თანამედროვე ბაზარზე შესაძლებელია უამრავი სპეციალური შამპუნისა და სპრეის შეძენა ტილების გასანადგურებლად. სამწუხაროდ, ამ საშუალებების უმრავლესობა საკმაოდ ძვირი ღირს და ყოველთვის არ გამოირჩევა ეფექტურობით.

თუ თქვენ უკვე გამოცადეთ უამრავი საშუალება, თუმცა ვერ ახერხებთ პრობლემიდან გამოსავლის მონახვას, არ ინერვიულოთ! ჩვენი რედაქცია გთავაზობთ გასაოცარ საშუალებას, რომელიც არა მხოლოდ გაანადგურებ ტილებს, არამედ მთლიანად მოსპობს მათ კვერცხებსაც კი.

თქვენ დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
  • თეთრი ძმარი;
  • პირის ღრუს სავლები სითხე;
  • შხაპის ქუდი;
  • რამდენიმე ხელსახოცი.

გამოყენება:

  1. ტენიან თმაზე წაისვით პირის ღრუს სავლები სითხე და შემოიხვიეთ პირსახოცი ან დაიფარეთ შხაპის ქუდი. გაიჩერეთ ეს საშუალება თავზე სამოქმედოდ 60 წუთით.

  2. ჩამოიბანეთ გულდასმით.

  3. დაიმუშავეთ თმა ვაშლის ძმრით და კვლავ შემოიხვიეთ ახალი პირსახოცი ან დაიფარეთ საშხაპე ქუდი. გაიჩერეთ 60 წუთით.

  4. 60 წუთის გასვლის შემდეგ დაიბანეთ თავი უბრალო შამპუნის გამოყენებით.

  5. კარგად დაივარცხნეთ თმა წვრილი სავარცხელის გამოყენებით.

ვაშლის ძმარი მთლიანად გაანადგურებს ტილებს, ხოლო პიტნის ძლიერი არომატი, რომელიც პირის ღრუს სავლები სითხისთვისაა დამახასიათებელი, თავიდან აგარიდებთ მომავალში მათ გაჩენას.