ეგზემის სამკურნალო უჩვეულო, მაგრამ საკმაოდ ეფექტური საშუალება!

ეგზემის სამკურნალო უჩვეულო, მაგრამ საკმაოდ ეფექტური   საშუალება!
თუ ეგზემა გაწუხებთ, საჭიროა, მოძებნოთ მამაკაცი, რომელიც ეწევა თუთუნს ჩიბუხით. ეს საშუალებაა მართლაც ეფექტურად გამოიყენება ეგზემის სამკურნალოდ.

როგორ გამოვიყენოთ:
დააცადეთ რამდენიმე დღე, რათა ჩიბუხის მილში დაგროვდეს თუთუნის ნამწვი - ნიკოტინი. შემდეგ ჩიბუხის მილიდან ნამწვს გამოიღებთ და წაისვამთ დაავადებულ ადგილებზე ( ჯერ უნდა დაიბანოთ, კარგად შეიმშრალოთ და შემდეგ წაისვათ ). არ შეიხვევთ. იქნებით წოლით მდგომარეობაში. ნიკოტინი გაგაბრუებთ და არ შეგეშინდეთ. მალევე გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან.
იმ შემთხვევაში, თუ ერთ წასმაზე არ გიშველათ ( რაც იშვიათია ), კიდევ გაიმეორეთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ექიმის კომენტარი:
ნიკოტინს ახასიათებს ქსოვილოვანი ცვლის პროცესების გააქტიურება ადგილობრივი ზემოქმედების დროს. ამის შემდეგ კი ხორცდება ჭრილობები და აღდგება დაზიანებული ქსოვილები. ალბათ, სწორედ მის ამ ეფექტთანაა დაკავშირებული თუთუნის ნამწვის გამოყენება ეგზემის დროს. თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ, რომ თუ დაზიანების კერები დიდია, შესაძლოა განვითარდეს ნიკოტინური ინტოქსიკაცია, ამიტომ გირჩევთ, სიფრთხილით მოეკიდოთ მკურნალობის ამ მეთოდს.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი