თუ თქვენ შაკიკისგან იტანჯებით, ეს სასარგებლო რჩევები ნამდვილად გამოგადგებათ!
მაწუხებს შაკიკი და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ძალიან ვიტანჯებოდი, მაგრამ ახლა რეგულარულად ვიყენებ იმ გამოცდილებას, რომელიც წლების განმავლობაში დამიგროვდა და მდგომარეობა შედარებით შემიმსუბუქდა. მინდა, ეს გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ.
ექიმის კომენტარი:
მკითხველის მიერ მოწოდებული რჩევები დარღვეული სისხლის მიმოქცევის აღდგენაში დაგეხმარებათ, ეს კი შაკიკის დროს დადებით ეფექტს მოიტანს. ასე რომ, გაითვალისწინეთ პრაქტიკული გამოცდილება და შეგიძლიათ, თავადაც გამოიყენოთ.
- თავი რომ არ აგტკივდეთ დილაობით, უზმოზე უნდა სვათ მაგარი მწვანე ჩაი, შეგიძლიათ დაამატოთ პიტნა და სასურველია უშაქროდ მიიღოთ.
- თუ ტკივილები დაგეწყებათ, ხელები იდაყვამდე ჩაყავით ცხელ წყალში და გააჩერეთ ტკივილის გავლამდე.
- მწვავე შეტევისას კეფაზე დაიდეთ მდოგვის ან გახეხილი შავი ბოლოკის კომპრესი. მერწმუნეთ, ეს მარტივი საშუალება შვებას აუცილებლად მოგიტანთ და თანაც არც ძვირადღირებული წამლები დაგჭირდებათ.