ეტიკეტის 12 წესი, რომელსაც ყოველდღიურად ვარღვევთ!

ეტიკეტის 12 წესი, რომელსაც ყოველდღიურად ვარღვევთ!
ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ! აი რატომ ვსწავლობთ ყოველდღიურად. კარგად აღზრდა იმას ნიშნავს, რომ სხვებს ჩვენგან უხერხულობის განცდა არ დაეუფლოს, და ნებისმიერ სიტუაციაში ღირსეულად წარმოვაჩინოთ თავი.

დღეს ჩვენ თანამედროვე ეტიკეტის დარღვევების შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც ცოტა ვინმესთვის თუ არის ცნობილი.

ეტიკეტის უხეში დარღვრვრბი


არასწორი აპლოდისმენტები

ეტიკეტის 12 წესი, რომელსაც ყოველდღიურად ვარღვევთ!

ტაშის დაკვრისას ხელები მკერდის წინ უნდა გქონდეთ და არა საკუთარი ან მითუმეტეს სხვა ადამიანის სახის წინ.

უცნობ ადამიანებს უხერხულობაში აგდებთ

ნუ დააკვირდებით დაჟინებით და მითუმეტეს ნუ განიხილავთ უცნობი ადამიანების იერსახეს მეგობართან.

კარაქსა და ჯემს საერთო თეფშიდან ისვამთ



თანმიმდევრობა ასეთია: თავიდან მცირეოდენ კარაქსა და ჯემს გადაიღებთ საკუთარ თეფშზე, და შემდეგ ისვამთ ბუტერბროდზე.

არ ზრუნავთ სუფრასთან გვერდზე მჯდომებზე




მიაწოდეთ სამარილე და საპილპილე პირველმა. ზუსტად ასევე მიაწოდეთ კერძები, თავაზიანად ჰკითხეთ, სურს თუ არა მეზობელს დაგემოვნება.

მოხრილი ზიხართ

სუფრასთან მოხრილი ადამიანის ცქერა უსიამოვნოა. გაიმართეთ და ნებისმიერ სიტუაციაში ეცადეთ, ამას ყურადღება მიაქციოთ.

თქვენს პატივსაცემად წარმოთქმული სადღეგრძელოს დროს სვამთ



თქვენს პატივსაცემად წარმოთქმული სიტყვების შემდეგ დალევის ნაცვლად, მადლიერების ჟესტი გამოხატეთ და დაანახეთ თქვენი პატივისცემა.

ავტომობილში არაგრაციოზულად ჩასხდომა



თავიდან მანქანის სავარძელში უნდა მოკალათდეთ და შემდეგ მოხდენილად მოათავსოთ ფეხები სალონში.

ხელსახოცების არააკურატული გამოყენება

საკვების მიღების შემდეგ, პირს ნუ მოიხოცავთ, უბრალოდ, აკურატულად მოისვით ტუჩებზე.

ცარიელ თეფშებს აბრუნებთ



თუ რაიმე კერძით ან ტკბილეულით გაგიმასპინძლდნენ, ნუ დაუბრუნებთ ცარიელ თეფშს. მოათავსეთ თხილი, ან კამფეტები მადლიერების გამოსახატად.

მასპინძელზე ადრე იწყებთ სუფრასთან ჭამას


კარგი ეტიკეტის წესების მიედვით, ოჯახის თავკაცს პატივი უნდა სცეთ. დაელოდეთ, სანამ ის პირველი არ დაიწყებს ჭამას.

თითით ჩვენება


თითით ჩვენება ძალიან ცუდი ტონია, უმჯობესია, გაშლილი ხელისგულით მიუთითოთ თქვენთვის საინტერესო რამეებზე.

ტელეფონს ტოვებთ მაგიდაზე საზოგადოებრივ ადგილებში

რა თქმა უნდა, ეს უპატივცემლობაა! განსაკუთრებით უსიამოვნოა მათთვის, ვინც თქვენთან იმყოფება ამ მომენტში. ეს იმის მაჩვენებელია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თქვენთვის ტელეფონი და არა მათთან ურთიერთობა.