ყურადღება!პროვინციელი გოგონას 11 ნიშანი!

ყურადღება!პროვინციელი გოგონას 11 ნიშანი!
გემოვნებასა და სტილის შეგრძნებას ფულით ვერ იყიდი. განსაკუთრებით ეს იმ ქალებს ეხებათ, ვინც ცდილობს რაც შეიძლება მკვეთრად გამოირჩეოდეს ხალხში. სწორად არის ნათქვამი: შეიძლება გოგონა სოფლიდან გამოიყვანო, მაგრამ მისგან სოფლის განდევნა შეუძლებელიაო. რა თქმა უნდა, რაიონებიდან ჩამოსულებში უამრავი ელეგანტური, განათლებული და საინტერესო ქალი გვხვდება. ჩვენ მხოლოდ გარკვეულ ტიპს აღვწერთ.

პროვინციელი გოგონების თვისებები

მაღალი ქუსლები ყველგან და ყოველთვის


ყურადღება!პროვინციელი გოგონას 11 ნიშანი!

პროვინციელი გოგონა ყველგან მაღალი ქუსლით დადის. ოცნებობს ბრენდულ ფეხსაცმელზე და ვინაიდან ამის საშუალება არ აქვს, იძენს ჩინურ კოპიას, რომლის ხარისხიც კილომეტრიდან ჩანს.

მეტისმეტად უსვამს ხაზს სექსუალურობას



რატომღაც, პროვინციელი გოგონები მიიჩნევენ, რომ სამყაროს საკუთარი თავი ისე უნდა წარუჩინონ, რომ მთელი ცხოვრება არ დაავიწყდეთ. საამისოდ ყველა კოზირს იყენებენ: თუ პომადა - აუცილებლად კვასკვასა წითელი, თუ დეკოლტე - ჭიპამდე ამოჭრილი, ქვედაბოლო კი აუცილებლად ექსტრემალურად მინი. არ ვივიწყებთ სტრაზებზე, ცხოველების პრინტებსა და ბრჭვიალებზეც.

ბრენდების დევნა



გავატაროთ ჩინური კოპიების თემა, აქ მთავარია, ერთადერთი ბრენდული ნივთის შეძენა, და ამ მაღაზიის ბარათის დემონსტრირება. ლოგოტიმპა როგორც არ უნდა შეაწუხოს, პროვინციელი გოგონა არავითარ შემთხვევაში არ მოაძრობს მას - დაე მთელმა სამყარომ დაინახოს, თუ რა აცვია!

გარეგნობის ტუნინგი




პროვინციელი გოგონები კოსმეტოლოგებისა და პლასტიკური ქირურგების საყვარელი კლიენტები არიან. დავიბეროთ ტუჩები, დავიმოკლოთ ცხვირი, დავიგრძელოთ წამწამები!

გიჟური გართობა



თუ ღამის კლუბში ხედავ გოგონას, რომელიც ერთი კოქტეილით ხელში მოძრაობს მთელი ღამე და მისი ცეკვები ლას-ვეგასის სტრიპტიზ ბარის მოცეკვავისასჰგავს - დიდი ალბათობით, ის პროვინციელია.

მამაკაცებისადმი მიდგომა



მამაკაცებს ასეთი გოგონები მტაცებლის თვალით უყურებენ. უმალვე ირთვება მომავლის სკანერი: რამდენი ფული აქვს, რამდენად გულუხვია. იყოს უხეში და მსმელი, მთავარია, შეძლებულია.

გათხოვების სურვილი

ეს სურვილი ყველა გოგონას აქვს, მაგრამ პროვინციელისთვის ეს ოჯახის შექმნას არ უკავშირდება. მას პირველ რიგში დიდ ქალაქში დამკვიდრება და უზრუნველი ცხოვრება სურს.

საკუთარი ბიოგრაფიის დავიწყება


იშვიათად ყვებიან პროვინციელები თავიან წარმომავლობაზე და საერთოდ, წარსულზე. ცრემლისმომგვრელი ისტორიები საკუთარ ბედზე კი - მოგეცა ლხენა!

ამოუხსნელი თავდაჯერებულობა



ასეთი გოგონა ფიქრობს, რომ სამყაროში ყველაფერი მისთვისაა, რომ არ არსებობს კონკურენცია, რომ მამაკაცები მის გამო ოჯახს მიატოვებენ, რომ დიდი ქალაქი მხოლოდ მას ელოდა... კომპლექსებიც დიდად არ აწუხებს.

ზედმეტი სამკაულები




რაც მეტი - მით უკეთესი, ფიქრობს პროვინციელი გოგონა. რადგან თუ ბევრი ოქრო გიკეთია, მდიდრულად გამოიყურები.

სამსახური



ეს გახლავთ ნებისმიერი სამსახური, სადაც საჭირო და შეძლებულ მამაკაცებს გაიცნობ. პროვინციელი გოგონები ხშირად ან მიმტანებად ან ადმინისტრატორებად მუშაობენ.