ერთადერთი პროდუქტი, რომელიც ანადგურებს ვირუსებს, სოკოებსა და ბაქტერიებს ერთდროულად.

ერთადერთი პროდუქტი, რომელიც ანადგურებს ვირუსებს, სოკოებსა და ბაქტერიებს ერთდროულად.
ფუტკრის საჭმლის მომნელებელი ფერმენტებისა და სხვადასხვა მცენარეების ფისის შერევით ჩვენ ვიღებთ წებოვან ნივთიერებას უნიკალური ფორმულით, რომელიც პროპოლისის (დინდგელი) სახელწოდებითაა ცნობილი. ფუტკრებს პროპოლისი ესაჭიროებათ თავდაცვისთვის და თაფლიანი ფიჭის დეზინფიცირებისთვის.

ერთადერთი პროდუქტი, რომელიც ანადგურებს ვირუსებს, სოკოებსა და ბაქტერიებს ერთდროულად.

მიუხედავად იმისა, რომ პროპოლისის შესახებ კაცობრიობამ საკმაოდ დიდი ხნის წინ შეიტყო, თანამედროვე მედიცინა განაგრძობს ამ უნიკალური ნივთიერების ახალი გასაოცარი თვისებების აღმოჩენას.


პროპოლისის სამკურნალო თვისებები

პროპოლისის ნაყენის შინაგანად მიღება გვიძლიერებს იმუნიტეტს, ახშობს ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს და მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი. ამ უნიკალური ნივთიერების გარეგანი გამოყენების სპექტრი კიდევ უფრო ფართოა: ის გვეხმარება ჭრილობების სწრაფად შეხორცებაში, კანის რეგენერაციაში, ტკივილის გაყუჩებაში, სოკოს განადგურებაში და ა.შ.



პროპოლისს საკმად ხშირად უწევენ რეკომენდაციას გამოცდილი ექიმები სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის დროს. მაგ: ტონზილიტი, ფარინგიტი, სინუსიტი, ოტიტი, ბრონქიტი, პნევმონია და ა.შ. ეს გასაოცარი ნივთიერება ასევე გვეხმარება ვირუსული ინფექციების დამარცხებაში, სტომატოლოგიური პათოლოგიების გამკლავებაში. იცოდით, რომ პროპოლისს საკმაოდ ხშირად იყენებენ გინეკოლოგიაში საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს?



როგორც წესი, ყველაზე ხშირად გამოიყენება პროპოლისის 10%-იანი ნაყენი. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ის აფთიაქებში სულ რაღაც თეთრებად.

როგორ გამოვიყენოთ პროპოლისის ნაყენი
  1. ფარინგიტისა და ტონზილიტის დროს პირის ღრუში კარგად გამოივლეთ ფიზიოლოგირ ხსნარში გახსნილი პროპოლისის ნაყენი თანაფარდობით 10:1.

  2. იგივე ხსნარით შეგიძლიათ ისარგებლოთ სტომატოლოგიური დაავადებების დროს.

  3. სინუსიტისა და ჰაიმორიტის დროს გამოირეცხეთ ცხვირი ზემოთ მოცემული ხსნარით.

  4. ოტიტის დროს მოითავსეთ ყურში პროპოლისში ჩალბობილი ბამბა. თუ ამ პროცედურას თქვენს ბავშვს უტარებთ, აუცილებელია ნაყენის განზავება თბილი წყლით (საჭირო რაოდენობით პროპოლისი გახსენით იგივე რაოდენობით თბილ წყალში).

  5. სასუნთქი გზების დაავადებების დროს ძალზედ სასარგებლოა ინჰალაციის ჩატარება პროპოლისის ნაყენით. ყოველ 5 მილილიტრ ფიზიოლოგირ ხსნარში გახსენით 1 წვეთი პროპოლისი. მიღებული სითხე ჩაასხით ინჰალატორში.

  6. ორგანიზმის ზოგადი ჯანმრთელობის ასამაღლებლად ჩაამატეთ 15 ან 20 წვეთი პროპოლისის ნაყენი 1 ჭიქა რძეში და მიირთვით ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  7. კუჭის დაავადებების დროს 15-20 წვეთი ნაყენი გახსენით 100 მილილიტრ თბილ წყალში და მიირთვით ჭამამდე 30 წუთით ადრე.

  8. დაზიანებული კანის, ჭრილობების, ჰერპესის, ფრჩხილების სოკოს და ქერტლის სამკურნალოდ შეიზილეთ განუზავებელი პრეპარატი.


პროპოლისი უკუჩვენებითია ფუტკრის პროდუქტების მიმართ ალერგიის მქონე ადამიანებისთვის. ალერგიული რეაქციის მაღალი რისკის გამო არ არის რეკომენდირებული ამ პრეპარატის შინაგანად მიღება ორსულთათვის და 3 წლამდე ბავშვებიბისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას!